Quantcast
Channel: What I See | Online Magazine
Viewing all 1154 articles
Browse latest View live

მადლენები ზეთისხილით და პარმეზანით

$
0
0

ფრანგული მადლენები ზეთისხილით და პარმეზანით Foodogaphy-სგან. 

მასალა:
2 კვერცხი
2 ს.კ ზეითუნის ზეთი
20 გრ დამდნარი კარაქი
4 ს.კ რძე
10-12 ცალი უკურკო შავი ზეთისხილი, წვრილად დაჭრილი
2 ს.კ წვრილად გახეხილი პარმეზანი
3 ჩ.კ ცომის გამაფხვიერებელი
100 გრ ფქვილი
მარილი, პილპილი

1463881_690354380982596_1676213669_n

მომზადება:
გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
ჯამში მსუბუქად ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ ზეთი, კარაქი, რძე, აურიეთ კარგად. დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და კოვზით ან სპატულათი ურიეთ ფქვილის სრულ გახსნამდე.
კოვზით ჩადეთ ცომი ფორმებში, შეავსეთ ნახევრამდე. გამოგივათ 18-20 ცალი მადლენი. აცხვეთ 20 წუთი ან შეწითლებამდე.



ლურჯი, თბილი, ყვითელი – Tbilisi street style

$
0
0

კაშკაშა ფერების, ლურჯისა და ყვითელის სინთეზი,  მაუდის პალტოები, ნაქსოვი ჟაკეტები, მასიური ტყავის ჩანთები და ქურთუკები, მეტალის აქსესუარები და ბენსიმონები, როგორც ინდივიდუალიზმის გამოხატვის შტრიხები და როგორც სეზონური ტენდენციები, თბილისის ქუჩებიდან Port Ave-სგან.

მელიქიშვილის გამზ.

მელიქიშვილის გამზ.

ჭონქაძის ქ.

ჭონქაძის ქ.

რუსთაველის გამზ.

რუსთაველის გამზ.

მელიქიშვილის გამზ.

მელიქიშვილის გამზ.


ქართველი დიზაინერები INSTAGRAM-ზე

$
0
0

Instagram – ი პოპულარული სოციალური ქსელია, სადაც მომხმარებლები ერთმანეთს ფოტოსა და ვიდეოს უზიარებენ. გთავაზობთ 5 ქართველი დიზაინერის instagram პროფილს, სადაც შეგიძლია მათი ნამუშევრებისთვის  და ყოველდღიურობისთვის თვალის დევნება. 


ახალი ქართული ფილმი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე

$
0
0

ინტერნეტში გამოჩნდა თრეილერი ახალი ქართული ფილმისა, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემაზეა გადაღებული. ფილმის რეჟისორი გიგა აგლაძეა, სცენარის ავტორი კი დათო ტურაშვილი. მოკლემეტრაჟიანი ფილმი რეალურ მოვლენებზეა აგებული და ქართველი და რუსი მესაზღვრეების ამბავს მოგვითხრობს.

მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, მიშა მესხი, ვასკა გაბაშვილი და ნინო მუმლაძე ასრულებენ. ფილმის გადაღებები გუდაურში მიმდინარეობდა.

ფილმი მუსიკოს გიგა აგლაძის მეორე სარეჟისორო ნამუშევარია. მისი პირველი ფილმი, “გოგონა სლაიდიდან” 2009 წელს გამოვიდა.


იქნებ დროა, გაიხსენო ძველი მეგობარი

$
0
0

“გვენატრები” – “იქნებ დროა, გაიხსენო ძველი მეგობარი” სამი გერმანელი ახალგაზრდა რეჟისორის  პროექტია, რომელიც ადამიანისა და ბუნების გაუცხოების თემაზეა შექმნილი და მიზნად ისახავს, ურბანულ ადამიანს გაუღვიძოს სურვილი, განაახლონ მეგობრული ურთიერთობა გარემოსთან. ” ჩვენ არ ვართ გარემოს დამცველები და არ ვზრუნავთ გარემოზე, ეს პროექტი არის გზა, რაიმე სასარგებლოს გაკეთებისკენ” – ამბობენ პროექტის ავტორები. ინტერნეტში წარმოებულ  სოციალური კამპანიას  უკვე  მილიონზე მეტი ნახვა აქვს,  ვიდეო  რგოლი კი, რომელიც კამპანიის მთავარი ნაწილია, არაერთი საერთაშორისო ფესტივალის ჯილდოთი აღინიშნა.


8 მიზეზი საქართველოში სამოგზაუროდ

$
0
0

ავსტრალიურ ბლოგზე, Go travel your way  რომელიც საკმაოდ პოპულარულია და მოგზაურობის თემაზეა შექმნილია, ბლოგის ავტორის, ჟურნალისტისა და მოგზაურის, ჯაშ ქეიჰილის პოსტი გამოქვეყნდა საქართველოს შესახებ. ჯაში, რომელმაც 2005 წლიდან დღემდე 60-ზე მეტ ქვეყანაში იმოგზაურა, ასახელებს 8 მიზეზს, რატომ უნდა ჩამოხვიდე საქართველოში და რითია ეს ქვეყანა გამორჩეული. 

“ეს იყო მოგზაურობა სიკეთესა და ჰუმანიზმში. ხიდი ევროპასა და აზიას შორის, არის ის ადგილი, რომელმაც აღმაფრთოვანა. ის, რასაც მე გიყვებით, სრული სიმართლეა და ჩემს პირად გამოცდილებაზეა დაფუძნებული. არ მიყვარს კითხვა, რომელი ქვეყანაა საუკეთესო სამოგზაუროდ, ეს ყველაზე რთული კითხვაა, რომელზეც სწორ პასუხსაც დიდ ხანს ვეძებდი, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში, მაშინაც კი, როცა განელდა  საქართველოში მიღებული პირველი შთაბეჭდილებები, მე ვამბობ, რომ ეს საუკეთესო ქვეყანაა. ” – წერს მოგზაური ბლოგზე. image

საქართველოში ჩამოსასვლელი 8 მიზეზი კი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ბუნება

image (3)

2. ხალხი, რომელიც ახერხებს შენი გულის დაპყრობას და ისე გექცევა, თითქოს მათი ოჯახის წევრი იყო;

mbzzgeorgia (1)

3. ადგილობრივი პატარა მარკეტები, სადაც არაჩვეულებრივი ხილი და ბოსტნეული იყიდება;

mbzzgeorgia4. თბილისი – ყველაზე უნიკალური ქალაქი;

image (1)5. თბილისის ვიწრო ქუჩები, რომლებიც ადვილად გავიწყებენ ვენეციისა და პარიზის ესთეტიკას;

image (2)

6. ლუდი, რომელიც ძალიან გემრიელია და ასევე საჭმელი, რომელიც გაიძულებს სულ ჭამასა და სმაზე იფიქრო.

image (4)7. პატარა ეკლესიები, რომელიც ყველგან გხვდება და გხიბლავს.

mbzzgeorgia (2)8. ბათუმი და შავი ზღვის სანაპირო ზოლი.

hercegnovi

(ფოტოები აღებულია ჯაშის ბლოგიდან)


საპროტესტო გამოსვლები კიევში

$
0
0

კიევში, მას შემდეგ რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერზე უარი თქვა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინაპირობა უნდა ყოფილიყო პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პატიმრობაში მყოფ იულია ტიმოშენკოს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალებას მიცემდა. 

გთავაზობთ აქციების შესახებ ფოტო მასალას, რომელსაც სოციალური ქსელების საშუალებით აქციის მონაწილეები ავრცელებენ:

Via Twitter:  @Ina Ruck

Via Twitter:
@Ina Ruck

VIA TWITTER: - @TheBlogPirate

VIA TWITTER: – @TheBlogPirate

VIA TWITTER: - @cintavra

VIA TWITTER: – @cintavra

20131202-143904.jpg 20131202-143859.jpg 20131202-143850.jpg 20131202-143845.jpg 20131202-143839.jpg 20131202-143834.jpg 20131202-143828.jpg 20131202-143823.jpg 20131202-143817.jpg 20131202-143811.jpg

კიევში მიმდინარე მოვლენებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ინსტაგრამზე – http://instagram.com/evromaidan და თვითერზე: - https://twitter.com/euromaidan

 

 

 


ფილმი ინსტაგრამის ფოტოებით

$
0
0

თომას ჟულიენმა შექმნა მოკლე ფილმი, რომელიც ინსტაგრამის პოსტების ერთობლიობას წარმოადგენს. რეჟისორის სარკაზმი პირველივე წამებიდან თვალსშისაცემია. ფილმი იმის ილუსტრაციაა, რამდენად შაბლონურია ინსტაგრამ მომხმარებლების ხედვა და ინტერესები. Instagram-Short-Film011, 46 წუთიანი ფილმი 852 მომხმარებლის მიერ გადაღებული 852  ფოტოსგან შედგება და მასში ყველა ის ძირითადი თემაა გაერთიანებული, რაც ინსტაგრამ მომხმარებლის ყურადღებას იქცევს: საკუთარი ფეხები და თვალები, ველოსიპედი, სკუტერი, ტრიუმფალური თაღი, მეტროს სადგურები, ნიუ-იორკის ცათამბჯენები, დასვენება ზღვაზე და ფოიერვერკები დღესასწაულებზე.

თავად რეჟისორის თქმით, მისი მიზანი ქაოსის სტრუქტურირება იყო.



აქცია კინოთეატრ “აპოლოს”გადასარჩენად

$
0
0

2 დეკემბერს, საღამოს 6 საათზე, კინოთეატრ „აპოლოსთან“ (აღმაშენებლის 135), თბილისის კინოფესტივალის გახსნამდე ერთი საათით ადრე, „კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე” და „ტფილისის ჰამქარი”  „კინოთეატრ აპოლოს გადასარჩენად“ აქციას გამართავს. 

1909 წელს გახსნილი კინოთეატრი “აპოლო” მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კინოთეატრია, რომელსაც თავისი არსებობის მანძილზე ფუნქცია არასდროს შეუცვლია. კინოთეატრი გამორჩეული ძეგლია როგორც არქიტექტურის, ასევე ქართული კინემატოგრაფის ისტორიისთვის.

1476232_10152626782188912_358017744_n

რუსი არქიტექტორის, კოლჩინის მიერ „მოდერნის” სტილში აგებული შენობა 1909 წლის 30 მარტს გაიხსნა, როგორც პირველი კინოთეატრი საქართველოში. თავისი პირველადი დანიშნულებისთვის ამ შენობას არასდროს უღალატია. ოთხმოცი წლის მანძილზე ის ერთგულად ემსახურებოდა კინოხელოვნებას. ასეთი ძველი კინოთეატრი, რომელსაც თავისი ფუნქცია დღემდე არ შეუცვლია, მსოფლიოში სულ რამდენიმეა, მაგალითად „ბიოგრაფ თეატრი” დანიის ქალაქ კორსორში (1908) და „ჰელიოსი” პოლონეთის შჩეცინში (1909), იმ დროს გერმანიაში.

2002 წელს კინოთეატრი გაიყიდა კერძო პირზე, რამაც გამოიწვია, მისიმ როგორც კულტურის კერის გაუქმება. შენობამ უკვე დაკარგა პირვანდელი სახე, დანიშნულების დაკარგვის შემთხვევაში კი ეროვნული კინემატოგრაფის ისტორიული მეხსიერებაც განადგურდება. თუ ამ შენობას სახელმწიფო გამოისყიდის, მაშინ შესაძლებელი იქნება, მან დაიბრუნოს თავისი პირვანდელი ფუნქცია და დედაქალაქის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად იქცეს.

აქციის ორგანიზატორები კულტურისა და ეკონომიკის სამინისტროებისგან ითხოვონ,  ყველაფერი ღონე იხმარონ ძეგლის გადასარჩენად!


The BearFox –ახალი ქართული მუსიკალური პროექტი

$
0
0

კეთილი დათვი და მელა, რომლებსაც უყვართ მუსიკა, ბუნება და ადამიანები ახალი ქართული მუსიკალური პროექტია. The BearFox ირაკლი (ბეთხო) მანჩხაშვილისა და მერაბ (მებო) ნუცუბიძის დუეტია, რომელთა ანგარიშზეც ჯერ მხოლოდ ერთი ჩანაწერია, თუმცა მსმენელს ბევრ ახალ ნამუშევარს პირდებიან. 

“ერთ დღესაც უბრალოდ გადავწყვიტეთ ერთად გვეცადა მუსიკის კეთება, რადგან ორივეს მოგვწონდა ერთმანეთის ნამუშევრები მებო ძალიან კარგ მუსიკას და ლირიკებს წერს, მე კი კარგად ვაკეთებ არანჟირებას და კომპოზიციას. სურვილი გვაქვს რომ ეს პროექტი მაქსიმალურად აკუსტიკური იყო და მომავალში ლაივებზეც მხოლოდ აკუსტიკური ინსტრუმენტები იქნება.” – ბეთხო.

ნატურალიზმის მოყვარული ბიჭები მელომანებისთვის The BearFox-ამდეც იყვნენ ცნობილები:  მერაბი სოლო პროექტებით, ბეთხო კი Catch The Cloud-ით. 


ნატუკა ნაცვლიშვილი

$
0
0

ნატუკა ნაცვლიშვილი ქართველი მუსიკოსია, რომლის ანგარიშზეც რამდენიმეწლიანი მუსიკალური ისტორია, ერთი თბილისური Live, ქართველ მუსიკოსებთან კოლაბორაციული პროექტები და ახლა უკვე მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში გამართული კონცერტებია.
“იტალიურ ეზოში 
გავიზარდე, სადაც ჩვენს მეზობლად პატარა ოთახში ცხოვრობდა უტკბილესი კაცი – გია ჯაფარიძე, რომელიც ხეზე მუშაობდა, ულამაზეს გიტარებს აკეთებდა და უკრავდა კიდევ. ღრმა ბავშვობიდან მახსოვს, როგორ მიყვარდა მასთან ყოფნა, მისი მოსმენა. მეც მასწვლიდა გიტარაზე დაკვრას. ახლაც მახსოვს შეგრძნება, პატარა თითებზე სიმებისგან ფრჩხილებთან კანი რომ მეხეხებოდა და სისხლი მომდიოდა გიტარაზე დაკვრისას. მერე გავიზარდე, სკოლის და სხვა ამბებზე გადავერთე და დაახლოებით 14 წლის ვიყავი, როცა ჩემი დის გავლენით ჯიმი ჰენდრიქსის და “დორსის” მოსმენა დავიწყე. ისევ გიას მივადექი, რომელიც ახლა უკვე არა მარტო მუსიკალურ გაკვეთილებს მიტარებდა, არამედ საინტერესო ამბებსაც მიყვებოდა მუსიკოსების შესახებ. რომ მივხვდი, რომ რაღაც გამომდიოდა, უკვე ბენდებთან ერთად დავიწყე მუშაობა. “

ნატუკა ერთი თვეა რაც მოსკოვში ცხოვრობს, ქალაქში, სადაც საშინელი ყინვა და უჩვეულოდ გრძელი ღამეებია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ხანგრძლივ მოგზაურობას ნიშნავს, რძეს ერთწლიანი სარგებლობით აწარმოებენ, პროდუქტები უგემური, ტანსაცმელი კი მხოლოდ ძვირადღირებული მოიპოვება.

“მიხარია, რომ აქ ცხოვრების მოკლე პერიოდში მოვასწარი აქაურ მუსიკოსებთან ერთად თანამშრომლობა. სანკტ-პეტერბურგში   გამართულ კონცერტზე 21 Outside-თან ერთად  (კირილ ჩერნევი) დავუკარი, მოსკოვის “ციბერბლატში” კი ვიკტორ კოვალიოვთან ( ჯგუფიდან Saving hands). ორივე ძალიან საინტერესო და კარგი მუსიკოსია. გარდა ამისა, ალექსეი კაპიტანოვი დაინტერესდა ჩემი სიმღერების ელექტრონული რემიქსების გაკეთებით.

აქ მსმენელიც რაღაცნაირად ღიაა. ვგულისხმობ იმას, რომ კონცერტზე მოდის ის, ვისაც აინტერესებს შენი მოსმენა და სიხარულით გისმენს. თან აქაური ალტერნატიული მუსიკის სცენა არც ისე მრავალფეროვანია. ისევ იგივე ხალხი ჩანს, ვინც ათი წლის წინ ქმნიდა ალტერნატივას. ჩემი მუსიკის ჟღერადობა როგორც ჩანს  საინტერესო და უცხო აღმოჩნდა აქაური გარემოსთვის და სწორედ ამან განაპირობა დაინტერესებაც და დადებითი შეფასებებიც.”

ნატუკას სამომავლო გეგმები ერთნაირადაა დაკავშირებულია როგორც მოსკოვთან, ასევე თბილისთან. ორივე ქალაქში კონცერტის ჩატარებას გეგმავს. თბილისის კონცერტზე ნატუკასთან ერთად სავარუდოდ რუსეთში საკმაოდ ცნობილ, ახალგაზრდა  პოეტ ინგა შეპელავასაც ვნახავთ.


თბილისის ზამთრის მოდა

$
0
0

ზამთრის მოდა თბილისის ქუჩებიდან PORT AVE-სგან, ხაზგასმულად ბევრი შავი ფერით, თბილი პალტოებით, საინტერესო აქსესუარებით და ტყავის ჩანთებით. 

ჭავჭავაძის გამზ.

ჭავჭავაძის გამზ.

პეკინის გამზ.

პეკინის გამზ.

 

პეკინის გამზ.

პეკინის გამზ.

ჭავჭავაძის გამზ.

ჭავჭავაძის გამზ.

 

 

 


თეფშივით დიდი თვალები

$
0
0

” თეფშივით დიდი თვალები” ორი ფოტოგრაფის, ფინელი რიტა იკონენისა და ნორვეგიელი კაროლინა ჰიორტის კოლაბორაციული ფოტოპროექტია, რომელიც 2011 წლის მაისში დაიწყო ნორვეგიაში და დღემდე გრძელდება. პროექტის ფარგლებში ფოტოგრაფები იღებენ ხანშიშესულ ადამიანებს ბუნებრივი მასალისგან (ხავსი, ბალახი, ხის ტოტები, ყვავილები, თივა) დამზადებული თავსაბურავით. 

27_ikonenhjorthagnesosloპროექტის მთავარი  მიზანი ადამიანსა და ბუნებას შორის არსებული ჰარმონიის ხაზგასმაა, რომელსაც ფოტოგრაფებმა მითოლოგიის დახმარებით მიაღწიეს. ყველა ის პერსონაჟი, რომელიც მათ გადაიღეს, ნაწილია იმ ზღაპრული ნარატივისა, რასაც სხვადასხვა ეთნოსი ქმნიდა, თუმცა ინსპირაციის მთავარ წყაროს ნორვეგიული ფოლკლორი წარმაოდგენს.

7

პროექტი, რომელიც საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა და უკვე არაერთი დიდი საგამოფენო სივრცე აითვისა, დასაწყისშივე გაცდა ერთი ქვეყნის ფარგლებს და დღეს უკვე გარდა ნორვეგიულისა, არსებობს პარიზული, ნიუ-იორკული, ტოკიური სერიები. ამჟამად მუშაობა ისლანდიაში მიმდინარეობს. 6 (1) 27_ikonenhjortheabapastrid-1 27_ikonenhjorthhalvar2 27_ikonenhjorthhalvar11 27_ikonenhjorthpaul 27_ikonenhjorthtorleiv 27_riittaikonenhjorthbengt33 top

 


სხეულის ილუზია

$
0
0

ჩიკაგოელმა გრაცია ჰაგენმა შექმნა ფოტოსერია სახელწოდებით – “სხეულის ილუზია“, რომელიც აერთიანებს შიშველ მოდელებს კონტრასტულ პოზებში. მარცხენა მხარეს მოდელის “ლამაზი” ფოტოა განთავსებული, მარჯვება მხარეს “უშნო” – ჩამოწეული მკერდით, დახრილი მხრებით, მოშვებული მუცლით და უმაკიაჟო სახით. 

tumblr_mwu9v5hJWJ1r7bq0yo1_1280პროვოკაციული ფოტოების მიზანი იმის ჩვენებაა, რომ ლამაზი და უშნო მყიფე ცნებებია და ერთსა და იმავე ადამიანს სხვადასხვა სიტუაციაში ორივე ზედსართავი სახელი ადვილად შეიძლება შევუსაბამოთ. გრაციას მიზანი ასევე იმის ჩვენება იყო, რომ სილამაზის ეტალონებს ხშირად ბუნებრიობასთან კავშირი მთლიანად გაწყვეტილი აქვთ და მათი გარეგნობა თუ იმიჯი მთლიანად ფოტოშოფის, მაკიაჟის, დიზაინერებისა და იმიჯმეიქერების შრომის შედეგია.

tumblr_mwu9v5hJWJ1r7bq0yo8_1280ფოტოგრაფი ამბობს, რომ მედია მხოლოდ მარცხენა, ლამაზ ნაწილს გვაჩვენებს მოდელების ფოტოებისას და ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, როგორები არიან ისინი ეფექტების გარეშე. სწორედ ამ მეორე მხარის ილუსტრაციად მოიაზრება მისი კონტრასტული პორტრეტები.

tumblr_mwu9v5hJWJ1r7bq0yo7_1280

სხეულის ილუზიაში გაერთიანებულია სხვადასხვა წონის, ეროვნებისა და ასაკის ადამიანი, რაც  ასევე ხაზს უსვამს სილამაზესთან მიმართებაში “ნორმების” სიმყიფეს.

tumblr_mwu9v5hJWJ1r7bq0yo3_1280

თითოეული ფოტო გადაღებულია ერთსა და იმავე სტუდიაში ერთი და იმავე განათებით, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ნებისმიერი ხელოვნური ეფექტის შექმნა.

tumblr_mwu9v5hJWJ1r7bq0yo5_1280 tumblr_mwu9v5hJWJ1r7bq0yo6_1280


მხატვრობა თვალებზე

$
0
0

ვიზაჟისტი ისრაელიდან ტალ პელეგი, იგივე  Scarlet Moon, მომხმარებელს უჩვეულო სერვისს სთავაზობს და თვალზე ჩვეულებრივი, სტანდარტული ტონისა და ჩრდილების მაგივრად მცირე ნახატებს აკეთებს. თვალებზე შესრულებული კომპოზიციის ნაწილები ხდებიან წარბები, წამწამები და თავად თვალი. 

talpelegeyemakeup1 talpelegeyemakeup2 talpelegeyemakeup3 talpelegeyemakeup6 talpelegeyemakeup10



ელექტრონავტები 2013 –აირჩიე რჩეული

$
0
0

21 დეკემბერს ივენთ ჰოლში ინოვაციური პოპ-კულტურის დაჯილდოების ცერემონიალი “ელექტრონავტები” გაიმართება, რომელიც წელს მეექვსედ ტარდება და ქვეყანაში ერთადერთი  დაჯილოების ცერემონიალია. 18 დეკემბრამდე ინტერნეტმომხმარებელს საშუალება აქვს შეავსოს კითხვარი და აირჩიოს საუკეთესო ალბომი/EP, ტრეკი, ვენიუ, ივენთი, დი-ჯეი,პრომოუთერი, ვიდეო და ელექტრონავტი. 

საიტზე ხმის მიცემით მომხმარებელს აქვს საშუალება მოიგოს დაჯილდოების ცერემონიალის მოსაწვევი. ასევე, მსმენელთა აზრი გავლენას იქონიებს საერთაშორისო ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილებაზე .

წელს კონკურსში მონაწილეობა 75-მა არტისტმა მიიღო 170 ნამუშევრით. მეორე ეტაპზე 30 ნამუშევარი გამოვლინდა. ხმის მიცემა ინტერნეტმომხმარებელს 18 დეკემბრამდე შეეძლება.

წინა წლებთან შედარებით წელს ცერემონიალს სპეციალური საკონცერტო პროგრამა ექნება, რომელიც Red Bull Music Academy-ს მიერ იქნება ორგანიზებული. მიღწეულია შეთანხმება  Cumbo Records-ის არტისტებთან, რომელთა ახალი პროექტის პრეზენტაციაც სწორედ ელექტრონავტებზე მოხდება. კონცერტის ჰედლაინერი იქნება შვედი დი-ჯეი და პროდუსერი Axel Boman.

ელექტრონავტების მიზანი თანამედროვე ხელოვნებასა და პოპკულტურაში ინოვაციური ფორმების გამოვლენა, მხარდაჭერა და პოპულარიზაციაა. 


იდეალური არავინაა –სოლიდარობა შშმ პირებს

$
0
0

ციურიხში, ბანჰოფშტრასეზე მდებარე სავაჭრო ცენტრში, რომელიც ევროპაში ყველაზე ძვირ სავაჭრო ობიექტებს აერთიანებს და მსოფლიოში მესამე ადგილია ექსკლუზიური ბრენდების წარმომადგენლობის მხრივ,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ უჩვეულო სოლიდარობისა და თანადგომის აქცია გაიმართა. მაღაზიის ვიტრინებში სტანდარტული მანეკენები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ანალოგიებით ჩაანაცვლეს. თითოეული მოდელი რეალურ პიროვნებას წარმოადგენს.  იდეა შვეიცარიულ ორგანიზაცია  Pro Infirmis-ს ეკუთვნის, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების პირების უფლებების პროპაგანდას ეწევა.

 


როგორ გამოიყურება ცენტრალური ამერიკა

$
0
0

ენდრიუ მურმა, რომელიც 8 წლის განმავლობაში იღებდა  ცენტრალურ ამერიკას, ტერიტორიას, რომელიც ამერიკული უდაბნოს სახელით არის ცნობილი, საინტერესო სერია შექმნა ადგილისა, რომელიც ყველაზე მეჩხერად დასახლებულად რჩება. პირველი საცხოვრებელი ნაგებობა აქ 1890 წლით თარიღდება. 

08greatplains_ss-slide-WOMH-jumbo Screen Shot 2013-12-09 at 11.36.57 AM Screen Shot 2013-12-09 at 11.37.10 AM Screen Shot 2013-12-09 at 11.37.24 AM Screen Shot 2013-12-09 at 11.37.54 AM Screen Shot 2013-12-09 at 11.38.10 AM

aa_02_uncle_teed-lynn_lincoln_bauer-sioux_county04_Fog_on_the_Niobrara-Cherry_County-NE A-1_Garage_Omaha_Nebraska


სიშიშვლე, როგორც რელიგიური პროტესტის ფორმა

$
0
0

“გოგონას საეკლესიო მაღაზიაში შეურაცხყოფა მიაყენეს იმის გამო, რომ მას კაბა გეტრების გარეშე ეცვა, სტუდენტი კი არ დაუშვეს გამოცდაზე, ვინაიდან მისი ჯინსი გამომწვევად ჩათვალეს. არც ჩემს ბავშვობაში და არც მერე რელიგია ასეთი ექსტრემისტული არ ყოფილა, როგორც ახლა” – ამბობს ფოტოგრაფი  კატრინა ბარკერ ანდერსონი, რომელიც თავს მორმონთა ეკლესიის წევრად თვლის და იქ მიმდინარე რადიკალურ პროცესებს ასევე რადიკალური ფოტოსესიით დაუპირისპირდა.

amanda-0296cropwebკატრინმა მორმონი ქალები, რომლებიც  ცნობილი არიან თავისი კარჩაკეტილობით, მკაცრად იცავენ მორალურ წეს-ჩვეულებებს (მათ შორის ე.წ. უბიწოების კანონს) და ცდილობენ ცხოვრების ჯანსაღი წესით სიცოცხლისუნარიანობისა და შესაბამისად, ღმერთისთვის მსახურების პერიოდის გაზრდას, ტანსაცმლის გარეშე გადაიღო.

gen-0669

სწორედ ეს ქალები, რომლებიც ძირითადად სიამოვნებით ირგებენ დედისა და ცოლის ფუნქციას და თავიანთ სხეულს, როგორც ესთეტიკურ ფენომენს საერთოდ ვერ აღიქვამენ, დაითანხმა კატრინმა ფოტოსესიაზე, რომელის მიზანიც ქალის მიერ საკუთარ სხეულზე მმართველობის დაბრუნება და  ”სიშიშვლის ნორმალიზებაა. “katie-0418-2

 “ბავშვის ძუძუთი კვებაც კი ერთგვარ ტაბუდ იქცა.  ქალები, რომლებიც დამთანხმდნენ გადაღებაზე, იაზრებენ, რომ საჭიროა პროტესტი ეკლესიისადმი, რომელიც აიძულებს მათ იცხოვრონ  დაფარულად და ფრთხილად. მათ სურთ დაიბრუნონ კონტროლი საკუთარ ცხოვრებასა და სხეულზე.  ვიცი, რომ ვიზუალიზაცია არის ძლიერი იარაღი, რომელსაც შეუძლია ცვლილებების გამოწვევა”, – ამბობს ფოტოგრაფი, რომელიც  იმედოვნებს, რომ ყველა, ვინც მის ფოტოებს ნახავს, მათ საღი გონებით აღიქვამს და სიშიშვლის ფონზე არ გაუჭირდება იმ მიზეზების შემჩნევა, რამაც მისი მოდელების სიშიშვლე და ფოტოსესიის გადაღება განაპირობა. janeanne-0686

პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე ყოველი ფოტოს ქვემოთ იმ ქალების ნარატივია, რომელიც ფირზეა აღბეჭდილი. ქალები საკუთარ სხეულთან დამოკიდებულების ამბებს ყვებიან. აქვე შესაძლებელია დარეგისტრირება პროექტში მონაწილეობის მსურველებისთვის.

kara-0341katie-03351

lisset-0811

macy_web-0053monica-0116


სიყვარული კედლებზე

$
0
0

ბრაზილიელმა არტისტმა, ალექს სენამ, რომლის ნახატებიც გამორჩეულად რომანტიული და ნოსტალგიური განწყობის მატარებელია, სან პაულოს ქუჩები შეყვარებულების ნახატებით გაალამაზა. ალექსის შავ-თეთრი ნახატების ეფექტურობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ის მხატვრობაში იყენებს ფრაგმენტებსა და მომენტებს, რაც ყველა ადამიანისთვის ნაცნობი და საერთოა. 

alexsenna000 alexsenna00 alexsenna03 alexsenna04 alexsenna06 alexsenna08 alexsenna09 alexsenna10 alexsenna14

 


Viewing all 1154 articles
Browse latest View live