Quantcast
Channel: What I See | Online Magazine
Viewing all 1154 articles
Browse latest View live

“იცოდე შენი უფლებები”

$
0
0

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს, “ახალგაზრდა ლიბერალებმა” პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქცია გამართეს, რომლის მიზანიც საზოგადოების საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმირება, ცნობადობის გაზრდა და ამაღლება იყო. აქციის მონაწილეებმა 30 ფუნდამენტური უფლება ტრასნფარანტად აქციეს და ყოფილ საკანონმდებლო ორგანოსთან გამოფინეს. 

 

“საქართველოს ახალგაზრდა ლიბერალები”  ლიბერალიზმზე დაფუძნებული ორგანიზაციია, რომლის პოლიტიკური აზროვნების მთავარი პრინციპები თავისუფლება და პასუხისმგებლობაა. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ახალგაზრდა თაობასთან ერთობლივი ძალისხმევით თავისუფალი პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური გარემოს შექმნა.



ენერგეტიკული ბურთულები

$
0
0

ენერგეტიკული ბურთულები –  სასარგებლო, დაბალკალორიული, სამარხვო ტკბილეული Foodography-სგან.  მასალა:
15 ცალი გარგრის ჩირი
3 ს.კ წვრილი შვრია
1 ს.კ სეზამის მარცვლები (შეგიძლიათ გამოტოვოთ, თუ არ გაქვთ)
1/2 ჭიქა ნიგოზი
3-4 ს.კ თაფლი (გააჩნია თაფლის სისქეს)
1/2 ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა

1483185_702212509796783_884418590_n

როგორ მოვამზადოთ:
ჩოპერში დაატრიალეთ ნიგოზი და გარგრის ჩირი. ამ ნარევს დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და კოვზით აურიეთ, უნდა მიიღოთ წებოვანი მასა, რომლისგანაც სველი ხელით ბურთები უნდა გააკეთოთ, დაახლოებით 13 ცალი. თუ არ გაქვთ ტრიუფელის ქაღალდი, ბურთები მოათავსეთ პერგამენტზე და შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათით.

შეგიძლიათ მაცივარში ამოავლოთ უკვე დამზადებული ბურთულები დამდნარ შოკოლადშიც.


მოციქულები სმარტფონით –ინტერპრეტირებული ფერწერა

$
0
0

აიფონი ქრისტეს მოციქულების ხელში საიდუმლო სერობისას, მაკბუქი და აიპადი ვან გოგის ოთახში, სეზანის კარტის მოთამაშეები სმარტფონებით კორეელი ილუსტრატორის, კიმ დონგ-დუს ფანტაზიის შედეგია, რომელმაც ცნობილი ფერწერული ტილოების ინტერპრეტაციული სერია შექმნა და ისინი თანამედროვე ტექნოლოგიურ ცხოვრებას მოარგო.

Kim-Dong-Kyu-Modern-Devices-in-Classic-Paintings-6კიმის ნამუშევრებში დამატებით ელემენტებად  თანამედროვე ტაბლეტები, კომპიუტერული და მობილური ტექნიკაა დამატებული იმ ფორმითაც, რითიც ჩვენ მათ ყოველღიურად ვიყენებთ. Kim-Dong-Kyu-Modern-Devices-in-Classic-Paintings-3

მეტის ნახვა შესაძლებელია არტისტის ბლოგზე - artxsmart.tumblr.com ან  Facebook-ის გვერდზე.

Kim-Dong-Kyu-Modern-Devices-in-Classic-Paintings-7 Kim-Dong-Kyu-Modern-Devices-in-Classic-Paintings-10 tumblr_mvs9t7sILh1t0tb9do1_1280 tumblr_mvsaukK0jr1t0tb9do1_1280


ოჯახური მოდა [ზამთარი]

$
0
0

ამბობენ ხოლმე, ბავშვი ისეთია, როგორ ოჯახშიც იზრდებაო. შესაბამისად, ისიც შეიძლება ვთქვათ, ბავშვს ისე აცვია, თითქოს მშობლის სტილს ირეკლავსო. ოჯახური მოდა თბილისის ქუჩებიდან port ave-სგან. 

აბაშიძის ქ.

აბაშიძის ქ.

პეკინის გამზ.

პეკინის გამზ.

ჭავჭავაძის გამზ.

ჭავჭავაძის გამზ.

ჭავჭავაძის გამზ.

ჭავჭავაძის გამზ.

port ave-ს ოჯახური მოდის ამსახველი ეს ფოტოები მეორე სერიაა, ასევე თბილისის ქუჩებში გადაღებული საგასტიზაფხულო სტილი შეგიძლიათ ნახოთ  ჩვენივე ჟურნალში, – ბმულზე. 


სად შევიძინოთ საახალწლო აქსესუარები

$
0
0

ახალი წლისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ნაძვის ხე, სახლის დეკორი, საჩუქრები და ტკბილეული ის თემებია, რაზეც ადამიანები ალბათ დეკემბრის თვეში ყველაზე ხშირად ფიქრობენ. მთავარია, გახსოვდეთ, რომ არ მოჭრათ ნაძვი რამდენიმე დღისთვის, ჩვენ კი გთავაზობთ რამდენიმე ონლაინ რესურსს, სადაც თავისუფლად შეგიძლიათ შეარჩიოთ სადღესასწაულოდ გამორჩეული  ნივთები. 

  • ფეფოს ხელნაკეთობები – რომელიც ჩვეულებრივ სახლისთვის ნაქსოვ აქსესუარებს გთავაზობთ, საახალწლოდ კი ფიფქებს, თოვლის ბაბუებს და ტექსტილის ნაძვის ხეებს შეიძენთ.1002041_182567945272936_7537683_n1474557_182572178605846_1088214507_n
  • Vintage Accessories - ინტერიერის რეტრო აქსესუარების მაღაზია, სადაც საახალწლოდ შეგიძლიათ შეიძინოთ ორიგინალური ბურთულები ნაძვის ხისთვის. 1453345_534209736670785_745793038_n1454843_536579929767099_1974732305_n
  • Ambience - აქ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ნაძვის ხე, ასევე  სხვადასხვა ცხოველისა და ნივთის ფორმის სათამაშოები, საახალწლო დეკორაციები და განათების საშუალებები. 1461353_691788937498084_228136314_n 1489279_707718232571821_2093665911_n
  • KAPA Habitat - ავეჯისა და ინტერიერის დეკორის მაღაზია განსხვავებული საცხოვრისის შესაქმნელად. საახალწლოდ აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ხის ფიგურები. 1471275_229993323835983_894058215_n
  • ხის ხელნაკეთი სამკაულები და სუვენირები  - სათამაშოები და ფიგურები მხოლოდ ხისგან. 1465385_482335298549730_1500879341_n
  • გალერეა 27 - ადგილი, სადაც არაერთი არტისტის ნამუშევარია გაერთიანებული, საახალწლოდ სხვადასხვს ფიგურების შეძენა შეგიძლიათ.1499473_178821058992354_1720382674_n

თუ თქვენ გაქვთ განსაკუთრებული ადგილი საახალწლო ნივთების შესაძენად, აუცილებლად გაგვიზიარეთ.


მომაკვდავი სოფლები ქობულეთის მთიანეთიდან

$
0
0

საქართველოს მთიან რეგიონებში ყოველ წელს უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი ატარებს ზამთარს. გამონაკლისი არც ქობულეთის მთიანეთია, სადაც  140 წლის წინ მჭიდროდ დასახლებული სოფლები იყო. დუღდა ცხოვრება და მთის წვერვალებზე კოპწია ოდები იდგა. 

კინტრიშის ხეობა. სოფელი ტყემაკარავი. ქობულეთი

კინტრიშის ხეობა. სოფელი ტყემაკარავი. ქობულეთი

მერე, ჯერ რუსეთ-ოსმალეთის ომმა და საქართველოში რუსების შემოსვლამ აიძულა ხალხი ოსმალეთში მუჰაჯირად წასულიყო, შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ აჰყარა და ქალაქებში გამოკეტა ლაღი მთიელები, ბოლოს კი სიდუხჭირემ გადახვეწა აქაურები ქალაქებსა და სხვა ქვეყნებში. უკან არავინ დაბრუნდა, სულ არავინ.

კინტრიშის ხეობა. სოფელი კობალაური. სახლი აგებულია 1924 წელს.

კინტრიშის ხეობა. სოფელი კობალაური. სახლი აგებულია 1924 წელს.

ოდესღაც ხალხმრავალი კინტრიშის ხეობა ზემო წელი, რომელიც მთიანი რეგიონია ქობულეთში მჭიდროდ იყო დასახლებული. დღეს კი მის მომაკვდავ სოფლებში ოცამდე ადამინი ცხოვრობს. ისიც მეტწილად, ხანშიშესულები. ადამიანები, რომლებიც ტოვებენ წუთისოფელს მარტოობაში. სულ ცოტა ხნის წინ ერთი ადამიანი გარდაიცვალა სოფელ კობალაურში, სადაც ოთხი კაცი მიცვალებულის სასახლის სასაფლაოზე გადასასვენებლად არ აღმოჩნდა. ბარში დარეკეს და დახმარება ითხოვეს…

კინტრიშის ხეობა. სოფელი კობალაური. ქობულეთი

კინტრიშის ხეობა. სოფელი კობალაური. ქობულეთი

ახლა, ალაგალაგ, ვრცელ ხეობაში დაინახავ საკვამურიდან ამოსულ კვამლს. იქ ის ადამიანები ცხოვრობენ, რომლებისთვისაც აქაურობა ძვირფასია და სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ დროდადრო მაინც აქ ამოდიან. აქ ურჩევნიათ. ბავშვობის მოგონებების ტყვეობაში ყოფნა. ზამთრობით ისინიც ტოვებენ აქაურობას და ბარში ჩადიან. აქ კი, აქ დათვებისა და მგლების საუფლო ხდება არემარე და ნასახლარებში დაჰქრის ქარი, მგლის ყმუილი ისმის გლოვად მიტოვებული და მომაკვდავი სოფლებისა…

აკაურთის ხეობა. ქედის რაიონი. აჭარა

აკაურთის ხეობა. ქედის რაიონი. აჭარა

ყველა სოფელი ამ ხეობაში რომელიც ჭახათის მთებს გადაღმაა (სადაცმთიანი ნაწილი იწყება ) მომაკვდავია.942955_531408416910425_999396316_n

სოფელ კეჭიეთს 5 ოჯახი შერჩა, ვარჯანულს ორი, ტყემაკარავს სამი, კობალაურს ორი, ცხემვანის 3, მესხიქედს არცერთი, დიდვაკეს მხოლოდ მგლები…

მომაკვდავი სოფელი - კობალაური. კინტრიშის ხეობა. დარჩენილია ოთხი მცხოვრები.

მომაკვდავი სოფელი – კობალაური. კინტრიშის ხეობა. დარჩენილია ოთხი მცხოვრები.

ხეობის ყველაზე მაღალ სოფელ ხინოს კი მხოლოდ ორი მარტოხელა ადამიანი შერჩა, ორი უკანასკნელი მოჰიკანი…

1505291_635206753197257_960215220_nმ ულამაზესი მთების ფოტოზე საქართველოს ტკივილია ასახული. შუაგულში, თეთრი წერტილი რომ მოჩანს, იმ ერთადერთი სახლის სახურავია, რომელიც ამ მთებს შემორჩა. გამოსახულება, ბუნდოვანია და მიანიშნებს იმას, რომ ცოტა ხანში ეს სახლიც აღარ იქნება, დაინგრევა და ხეობა საბოლოოდ დაიცლება.988408_635206716530594_1562294844_n

ფოტო: – ზურა ბაუჟაძე


შეუზღუდავი შესაძლებლობები

$
0
0

20 დეკემბერს, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” მესამე პავილიონში “ქალთა ფონდისა” და “გეოეარის” თანამშრომლობით პროექტ  ”შეუზღუდავი შესაძლებლობების” ფარგლებში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. შემოსული თანხა შეღზუდული შესაძლებლობების მქონე ქალების პროფესიულ განათლებასა და დასაქმებას მოხმარდება.

,,…გოგონა ეტლიდან თმას მჭრიდა, მაკიაჟი გამიკეთა, გამომპრანჭა… ჩვენთან ასეთს ვერ ნახავ, რაც ძალიან საწყენია. ყველას უნდა ჰქონდეს თავისი შემოსავლის წყარო” – ამბობს მარინა, რომელიც ეტლით გადაადგილდება. თუმცა, ამას და იმ სირთულეებს, რომლებსაც არაადაპტირებული რეალობა უქმინს, მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ყოფილიყო წარმატებული დედა, მეუღლე და მოქალაქე, რომელსაც მუდმივად სურს მუშაობა, სანაცნობო წრის გაფართოება, ახალი გამოცდილების შეძენა და გაზიარება.

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები  ხშირად ამბობდნენრომ სტიგმისა და დისკრიმინაციის გამო თავს საზოგადოებისგან გარიყულად გრძნობენ და უჩინარნი არიანმიუხედავად 
ამისამათ ცხადია აქვთ ოცნებებიმისწრაფებები,წარმატების მიღწევის სურვილი და განხორციელების 
იდეები.mosacvevi edited
 
 ,,რაც უფრო მეტ რამეს ისწავლი ცხოვრებაში, მით მეტი შანსი გაქვს, რომ რაღაცას მიაღწიო და საკუთარი, სასურველი საქმე აკეთო. ასევე ძალიან საინტერესო იქნება თვითონ საქმის შესწავლის პროცესი, გასასვლელ-გამოსასვლელი მექნება, ახალ გამოცდილებას მივიღებ, შევძლებ ახალი პროფესია მქონდეს და ახალ სამსახურზე ვიფიქრო. ეს იქნება ჩემი შემოსავლის წყარო, რაც, რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა” ასე თვლის ჯუნა, პროექტის კიდევ ერთი მონაწილე.

„ქალთა ფონდი საქართველოში“ და გეოეარი დიდ მადლობას უხდიან ყველას, ვინც არ დაიშურა დრო და ენერგია პროექტში მიეღო მონაწილეობა და საკუთარი ისტორია ექცია წარმატებულ მაგალითად. მადლობას ასევე, ვუხდით პროექტის მხარდამჭერებს და ყველა ხელოვანს, ვინც გულუხვად შემოწირა ნამუშევრები პროექტს. 
გამოფენაში მონაწილე ნამუშევრების ნახვა პროექტის ვებ გვერდზეა შესაძლებელი. 

აუთლუქი –ხედი დანგრეული სახლის ფანჯრიდან

$
0
0

ტაივანელმა ოკეანოლოგიის ინჟენერმა, ჩენ პო-იმ, რომელიც ფოტოგრაფიის საშუალებით ცდილობს საზოგადოებას გაუჩინოს კითხვები მათ გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, შექმნა ფოტოსერია - “აუთლუქი“, რომელიც ტაივანში არსებულ ძველი ძველი შენობებისა და მოდერნიზაციის პროცესებს ერთ კადრში აერთიანებს. 

2თითოეული ფოტო, რომელიც “აუთლუქშის” ფარგლებშია გადაღებული, დანგრეული, ცარიელი შენობების ისტორიას ყვება, რომლებიდანაც გარესამყაროზე იშლება ხედი. გარესამყაროზე, რომელიც უსუსურია შეაჩეროს ნგრევა და  ჩაანაცვლოს ძველი ახლით.1

ჩენის ფოტოები ასევე ხაზს უსვამს სახელმწიფოს უსუსურობას, რომელსაც არ შესწევს ძალა, სათანადო საცხოვრებელი პირობები შეუქმნას თავის მოქალაქეებს.Pol-I_Chen011-12

ნამუშევრები საინტერესოა იმ მხრივაც, რომ ის ერთგვარი ანარეკლია იმისა, როგორ ინახავს კოლექტიური მეხსიერება საკუთარი ქვეყნის უახლეს ისტორიას. tumblr_mxt0c70xdI1qz7ymyo2_500

“ხედი, რომელიც უფანჯრო ოთახებიდან იშლება, არა მხოლოდ პეიზაჟის, არამედ ტაივანის სოფლებში მიმდინარე ურბანული პროცესების მაჩვენებელია” – ამბობს 1972 წელს დაბადებული ფოტოგრაფი, რომლის ნამუშევრები აქტუალობის გამო საკმაოდ ბევრი კურატორის ყურადღების ცენტრში მოექცა. ისინი  არაერთხელ გამოიფინა როგორც ტაივანში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.Pol-I_Chen003-6 Pol-I_Chen005-10 Pol-I_Chen006-13 Pol-I_Chen008-4 Pol-I_Chen009-9 tumblr_mxt0c70xdI1qz7ymyo1_500 tumblr_mxt0c70xdI1qz7ymyo3_500



მეგობრული სტილი

$
0
0

მეგობრები ზოგჯერ ის ხალხია, ვიცი ინტერესები, გემოვნება და შეხედულებები იდენტურია, ზოგჯერ კი განსხვავებული ადამიანები პოულობენ საერთო ენას და სწორედ კონტრასტული დამოკიდებულებები ხდის მათ ურთიერთობას საინტერესოს. ადამიანების მსგავსება-განსხვავებების დასანახად მათი ჩაცმის სტილზე დაკვირვება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. 

Port Ave გთავაზობთ მეგობრების ფოტოებს თბილისის ქუჩებიდან.

01

0203 04 05 06 07 (2)


შეიცვალე აზრი ფემინიზმის გვერდის ავლით

$
0
0

გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანიც ქართული საზოგადოების დამოკიდებულებების შესწავლა გახლდათ გენდერულ თანასწორობასთან მიმართებაში, განსაკუთრებული აქცენტით ქალების მონაწილეობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში. კვლევამ ცხადი გახადა, რომ გენდერული უთანასწორობა საქართველოს რეალობისთვის ჩვეულ მოვლენად რჩება. 

1486835_597125897001640_465904864_n

ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ქალები კვლავ ნაკლებად მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ეკონომიკურად არამყარი პოზიციები უჭირავთ. ქალების პოზიციები სუსტია არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ ოჯახშიც. მაგალითად კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა (63%) თვლის, რომ კარგი ცოლი უნდა დაემორჩილოს მეუღლეს, მაშინაც კი, როდესაც არ ეთანხმება მას. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს ქალებს 56% და მამაკაცების 72%.

შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ გენდერული უთანასწორობის ინდექსის მიხედვით, საქართველო გამოკითხულ 137 ქვეყანას შორის 71 ადგილს იკავებს.

კვლევასთან ერთად გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ქუჩებსა და სოციალურ ქსელებში  ხორციელდება კამპანია ” შეიცვალე აზრი”, რომლის მიზანიც იმ სტერეოტიპების დანგრევაა, რომელიც ადამიანებს თავიანთი სქესის მიხედვით არგებს როლებს ოჯახსა და საზოგადოებაში. კამპანიის მიზანი ასევე იმ თავისუფალი არჩევანის პერსპექტივის წარმოჩენაა, რომელიც ყველა ადამიანს აქვს და შეუძლია გამოიყენოს.

1511410_598896326824597_2110267729_n

 კამპანიის Facebook-ის გვერდზე მისი ორგანიზატორები ხშირად აღნიშნავენ, რომ  ისინი არ არის ფემინისტები, მათი საქმიანობა არ არის მხოლოდ ქალების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ისინი თანასწორი გარემოს შექმნას მიესალმებიან. “ ჩვენ გენდერული თანასწორობის მომხრეები ვართ, რაც გულისხმობს განვითარების თანაბარ შესაძლებლებსა და თანაბარ უფლებებს როგორც ქალებისათვის, ასევე კაცებისათვის. ჩვენი მიზანია გავაგებინოთ როგორც ქალებს, ასევე კაცებს, რომ გენდერული თანასწორობა სასარგებლოა ყველასათვის.”

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენელი ნათია გვიანიშვილი თვლის, რომ გენდერულ თანასწორობაზე ლაპარაკი და ფემინიზმთან ცალსახად გამიჯვნა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მომუშავე ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მხრიდან გავრცელებული ტენდენციაა, არასწორი პოზიციაა.

“ ამას იმით ამართლებენ ხოლმე, რომ ფემინიზმს საქართველოში ძალიან ცუდი მნიშვნელობა აქვს და კაცების სიძულვილთან არის გაიგივებული.  მაგრამ მე საპასუხოდ მიჩნდება შემდეგ შეკითხვა: კი მაგრამ ვინ შეუწყო ამ სტერეოტიპის გამყარებას ხელი? ისევ იმ ქალთა ორგანიზაციებმა, რომლებმაც არ თქვეს, იცით რა, ასე არ არის. 

მეორე საკითხია  საერთოდ ქალთა ენჯეო სფეროდან ვინმემ თუ ჩაიხედა  განმარტებით ლექსიკონში და დაინტერესდა თუ არა ეს ბუა ფემინიზმი რა არის.  ერთეული ორგანიზაციების და აქტივისტთა მცირე ჯგუფის გარდა ფემინისტად თავს არავინ აცხადებს აქ, მაშინ როცა ასობით ქალთა ენჯეო გვაქვს. ამ გარემოში მესმის რატომ შეიძლება მოუნდეს ვიღაცას რომ თქვას “ამ პროექტს არ ვარქმევთ ფემინისტურს და ვცდილობთ პუბლიკას მივაწოდოთ მესიჯი, რომ გენდერული თანასწორობა გვინდა.” ანუ თუ ეს არის მცდელობა, რომ არა “ფემინისტის” როგორც აღმნიშვნელის რეაბილიტაცია მოახდინო, არამედ უბრალოდ “გასაგებ” ენაზე (ანუ ნაკლები ძალისხმევით) მიიტანო რაღაც აუდიტორიამდე. მაგრამ, ამის გაკეთებისათვის სულაც არ არის აუცილებელი თქვა, რომ “ჩვენ რომ ქალთა უფლებებისათვის ვიბრძოდეთ, მაშინ იქნებოდა ეს ფემინიზმი. ჩვენ კი გენდერული თანასწორობა გვინდა ქალებისა და კაცებისთვის” . ანუ ამ ფრაზაში არის ჩადებული ზუსტად ის პარადოქსი, რომ “გენდერული თანასწორობა” არ ნიშნავს ქალთა უფლებებზე მუშაობას. 

ახსნა იმისა როგორ არ არის ერთი და იგივე გენდერული თანასწორობისკენ სწრაფვა და ფემინიზმი უბრალოდ ავლენს იმას რომ გატყმაში არ არიან არც ერთის და არც მეორის.  ფემინიზმი ფაქტობრივად იდეოლოგიების ნაკრებია, სადაც სპექტრი არის ძალიან დიდი: რადიკალურიდან  ლიბერალურამდე. ლიბერალური ფემინიზმი ზუსტად ისეთია, როგორადაც ამ ორგანიზაციებს უნდათ, რომ მათი საქმიანობა აღიქმებოდეს: რბილი, თანასწორობაზე ორიენტირებული, სისტემისთვის “უვნებელი” .

არის რადიკალური მიმდინარეობებიც, რომლებშიც ის აზრი ტრიალებს, რომ თანასწორობა შეუძლებელია იმიტომ, რომ თუ სისტემა არ შეიცვალა, ჩაგვრა არ დამთავრდება. ისინი სხვა სოციალურ ჯგუფებსაც მოიაზრებენ აქ და არა მარტო ქალებს. ამის შესახებ ჩვენთან ცოდნა არ არის. არცოდნას კიდე შევეგუები, მაგრამ როდესაც ასეთ მნიშვნელოვან და დელიკატურ საკითხზე ამხელა პროექტს აკეთებ, გამოდიხარ ტელევიზიაში და ა.შ. და  ამბობ, რომ ადამიანებს “აზრი უნდა შეუცვალო” , გაქვს იმის პასუხისმგებლობა, რომ დასაბუთებულად ახსნა რატომ აკეთებ რაღაც კონკრეტულ არჩევანს. გაქვს პასუხისმგებლობა რომ აიღო წიგნი ან ბოლოს და ბოლოს გუგლის საძიებო სისტემა მაინც გამოიყენო ელემენტარული ინფორმაციის მისაღებად. ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები არ უნდა ერიდებოდნენ სისტემასთან დაპირისპირებას, უნდა ხვდებოდნენ, რომ მათ გაცხადებულ პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, კარგად უნდა შეეძლოს იმის დასაბუთება, თუ რა არჩევანს რატომ აკეთებს. “
1491322_598347556879474_60181011_o

ელექტრონავტები 2013

$
0
0

21 დეკემბერს თბილისი ივენთ ჰოლში ელექტრონული მუსიკის დაჯილოების ცერემონიალი გაიმართა. 

_DSC4137

წლის სპონსორი გახდა აჭარაბეთი,  წლის პრომოუტერი - ბიკო ბირბიჩაძე,  წლის ივენთი - 4GB Festival, რომელიც წელს მესამედ ჩატარდა,  წლის საუკეთესო ვენიუ  უკვე მეორედ გახდა - Mtkvarze, ასევე მეორედ გახდა არტარეა წლის საუკეთესო ვებ პროექტრი, ნიკა მაჩაიძის რეჟისურით გადაღებული Tete Noise-ის  Hunter წლის საუკეთესო ვიდეო გახდა,  წლის დი ჯეია - ბაჩო, წლის ტრექი Vincent Volt  (Random Landscapes). წელს პირველად ელექტრონავტების ექვსწლიანი ისტორიის განმავლობაში გამოავლინეს წლის დებიუტი, რომელიც გახდა ამ დრომდე ანონიმი მუსიკოსი - Katsi, ელექტრონავტი 2013-ს ტიტული კი HVL-ს ერგო.

_DSC4141

_DSC4155

მაქს მაჩაიძე

დაჯილდოების ცერემონიალს როგორც ყოველთვის თან ახლდა ქართველი მუსიკოსების საკონცერტო გამოსვლები. ელექტრონავტები 2013-ზე ურავდნენ:  ნიკა მაჩაიძე &  Luna Nine,  გოგი ძოძუაშვილი, ძველი რესურსი, Avro York,
Dutch Lover, სამი სული, Sophie Villy, Rotkraft, რეზო ღლონტი, Greenbeam & Leon.

_DSC4191 _DSC4209 _DSC4204 _DSC4245 _DSC4252 _DSC4280 _DSC4292

წლის ვებ გვერდი artarea.tv

წლის ვებ გვერდი
artarea.tv

წლის საუკეთესო ალბომი ან EP NEWA - AC EP /BLACKBIRDMUSIC

წლის საუკეთესო ალბომი ან EP
NEWA – AC EP /BLACKBIRDMUSIC

წლის საუკეთესო ვენიუ (კლუბი ან საკონცერტო დარბაზი) Mtkvarze

წლის საუკეთესო ვენიუ (კლუბი ან საკონცერტო დარბაზი)
Mtkvarze

_DSC4300


არტი, ბავშვები და მოდა თბილისის ქუჩებიდან

$
0
0

ის, რაც გარე სივრცეში ხდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად ინაცვლებს ონლაინ სამყაროში.  უნივერსალური წესი უგამონაკლისოდ ყველა სფეროს ეხება. გთავაზობთ რეალური სამყაროს კიბერ ანარეკლებს, სადაც წარმოდგენილია ქუჩის არტი, თბილისის ქუჩებში მცხოვრები ბავშვები, სტილი, არქიტექტურა და მოდა. პროექტები ფაქტობრივად სარკეა ქალაქში მიმდინარე კულტურლი და სოციალური პროცესებისა.

  • Street Art in Georgia – გვერდი Facebook-ზე, რომელიც ქართველი ქუჩის არტისტების ნამუშევრების ერთგვარ თავმოყრას წარმოადგენს.
© დავით ნარიმანიძე

© დავით ნარიმანიძე

  • HelpMe – ქართველი ქუჩის არტისტის გვერდი  Facebook-ზე, სადაც გარდა მისი ნამუშევრებისა, თავმოყრილია სხვა ქართველი არტისტების ქუჩის აქტივიზმიც. HelpMe გეხმარება, აღმოაჩინო ახალი სამყარო იმ საგნების და მოვლენებისა, რასაც ყოველდღიურად ხედავ.
Those Two

Those Two

523894_392385634156717_161275411_n

Off Pekini Street, Tbilisi, Georgia © Onnik Krikorian 2013

Off Pekini Street, Tbilisi, Georgia © Onnik Krikorian 2013

  • ბლოგი Cation Street art Georgia – აქ განთავსებულია არა მხოლოდ ქართული ქუჩის არტისტების ნამუშევრები, არამედ მათი შესრულების პროცესი და მცირედი ისტორიები.

tumblr_moqe6ffOCd1swcd2no10_1280tumblr_mrbyh3hOYi1swcd2no2_1280

  • თბილისის ალტერნატიული კულტურის ცენტრი - თავისუფალი, ღია და დამოუკიდებელი სივრცე, ადგილი სადაც ყველა ადამიანს შეეძლება გამოხატოს საკუთარი თავი, იფიქროს, შექმნას და მიიღოს ახალი შთაგონება. პროექტი ამჯერად იყენებს იპოდრომზე არსებულ ძველ შენობას, რომელიც გარკვეულწილად გადაკეთდა სახელოვნებო-საგამოფენო სივრცის შესაბამისად.

1469801_1434706246742349_1846904595_n

  • post.  - ბლოგი, სადაც ქალაქის ქუჩის კონცეპტუალური ფრაგმენტებია თავმოყრილი. კედლები, წარწერები, სარეკლამო პლაკატები, საღებავები, მცენარეები, ფანჯრები და აივნები ქალაქის ტექსტურის საინტერესო სურათს ქმნის.

tumblr_m0x7mlpy8c1qi3vboo1_500tumblr_majhvxA6fz1qi3vboo1_r2_500

  • Port ave –  პროექტი თბილისის ქუჩის სტილზე, რომლის ობიექტივშიც მეტ-ნაკლებად გამორჩეულად ჩაცმული ადამიანები ხვდებიან თბილისის ქუჩებიდან.

1010049_414012585381519_1059662641_n

 

თუ თქვენ იცით მსგავსი საინტერესო რესურსები, აუცილებლად გაგვიზიარეთ.


ქათამი ლიმნით

$
0
0

ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, შეიცავს რა ადვილად ასათვისებელ ცილებს, ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს. გთავაზობთ ქათამს ლიმონით FOODOGRAPHY-სგან. 

მასალა:
1 ლიმონი
ქათმის 4 თეძო ან ფილე
მსხვილი მარილი, პილპილი
3 ს.კ ზეითუნის ზეთი
3 მწიკვი ორეგანო
1 პატარა ხახვი
1/2 კბილი ნიორი
1/8 ჩ.კ ჩილი
1/4 ჭიქა მშრალი თეთრი ღვინო
1/2 ჭიქა ქათმის ბულიონი

1479139_701797079838326_1595833969_n
მომზადება:
1/2 ლიმონი დაჭერით თხელ ნაჭრებად.
ქათამს მოაყარეთ მარილი და პილპილი, შეწვით ორივე მხრიდან, ზეთიან ტაფაზე (1 ს.კ). დაუმატეთ დაჭრილი ლიმონი და დატოვეთ რამდენიმე წუთით. თუ ქათამი მზად არის, გადმოიტანეთ თეფშზე (ლიმონის ნაჭრები ტაფაზე დატოვეთ) და იმავე ტაფაზე მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, ორეგანო, ჩილი, დატოვეთ 1 წუთი, გადმოდგით, დაუმატეთ ღვინო და ისევ გადაიტანეთ ცეცხლზე. უდუღეთ 1-2 წუთი, ღვინო ოდნავ უნდა აორთქლდეს, დაამატეთ ბულიონი, სამი წუთის შემდეგ 1/2 ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი, 2 ს.კ ზეთი, კარგად მოურიეთ და გადაიტანეთ ქათამი, მირთმევის წინ წამოადუღეთ.


400 ხელით ნაქსოვი სვიტრი სირიელი ბავშვებისთვის

$
0
0

92 წლის ინგლისელმა ქალმა, სირიის იძულებით გადაადგილებულ პირთა  ბანაკებში მცხოვრები ბავშვების დასახმარებლად 400 სვიტრი მოქსოვა, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მყოფ ბავშვებს ზამთრის ყინვისგან დაიცავს. 

syriasweatersსირიელი ლტოლვილების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მიუხედავად ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქმიანობისა, ისინი პერიოდულად განიცდიან საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტს. პრობლემურია ასევე განათლების საკითხი.

საქველმოქმედო ორგანიზაცია “Hand in Hand for Syria” გეგმავს, რომ მათთვის გახსნან ტექსტილის ქარხანა, სადაც სწავლისა და მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ სირიელებს.


2013 წლის საუკეთესო საშობაო რეკლამები

$
0
0

1931 წელს “კოკა-კოლამ” პირველი საშობაო ვიდეო რგოლი გადაიღო. მას შემდეგ კომპანიებმა ნელ-ნელა ტრადიციად აქციეს თავიანთი მომხმარებლების სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად საშობაო რეკლამების გადაღება. გთავაზობთ საუკეთესო რგოლებს, რომელიც 2013 წელს ცნობილმა ბრენდებმა გადაიღეს. 

  • John Lewis – საოჯახო ნივთების ონლაინ მაღაზია, რომელიც ყოველწლიურად მომხმარებელს ახალ სლოგანს და ახალ საშობაო ვიდეორგოლს სთავაზობს, წელს დათვისა და კურდღლის მეგობრობის გულისამაჩუყებელი ამბავს ყვება. ვიდეოს, რომელიც ერთი თვეც კი არ არის, რაც გამოვიდა, Youtube-ზე უკვე თითქმის 12 მილიონი ნახვა აქვს.
  • Apple – ლეგენდარული კომპანია, რომელიც ძალიან იშვიათად იღებს სარეკლამო რგოლებს, მაგრამ თუ იღებს, გულგრილი ვერავინ რჩება. წელს სტივ ჯობსის დაარსებული კომპანიის სარეკლამო რგოლში ოჯახური შობა მოხვდა. ვიდეოს ანგარიშზე ამ დრომდე 6 მილიონზე მეტი ნახვაა.
  • Baileys – ჩაიკოვსკის მაკნატუნას თანამედროვე ვარიანტი დრამატული სცენებით და სლოგანით, გაატარო დრო სასიამოვნოდ გოგონებთან ერთად შობას. ვიდეო უკვე ნახა 2 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა.
  • Marks & Spencer –  ალისას ფაბულაზე გადაღებული ვიდეორგოლი შობა ღამეს უჩვეულო სამყაროში მოგზაურობის ამბავს ყვება და მაგიის არსებობაში გვარწმუნებს.
  • Lidl – სუპერმარკეტების ქსელი 30 წამში საახალწლო სუფრას გაგიშლით. გემრიელი მზა საკვები საჩუქრების კოლოფებშია განთავსებული.
  • Debenhams – წვეულება, ბრწყინვალე გარემო, განსაკუთრებული სტილი და სადღესასწაულო ქალაქი- ყველაფერი, რაც შეიძლება ინატრო საშობაოდ.
  • Boots – კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის მაღაზიათა ქსელი, რომლის საახალწლო რგოლშიც მოზარდი სახლიდან ჩუმად იპარება მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების საჩუქრების გასაკეთებლად.
  • Dolce & Gabbana – ცნობილმა მოდის სახლმა ანიმაცია გადაიღო, სადაც მილანიდან ნიუ-იორკამდე მფრინავ სუნამოზეა აქცენტი გაკეთებული.


Sophie Villy – Connected

$
0
0

სოფი ვილიმ ახალი სიმღერის ვიდეორელიზი გამოუშვა. სიმღერას  ”Connected” ქვია, კლიპი კი თბილისის კინოსტუდიის ყოფილ შენობაშია გადაღებული.  ”Connected”  სოფის მეორე ალბომში შევა. ალბომი 2014 წლის თებერვალში გამოვა და მას “Dress” ერქმევა.


ვეძათხევი –მარტო სიკვდილის პირისპირ

$
0
0

სოფელ ვეძათხევში, რომელიც დუშეთის რაიონში, ანანურიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს,  11 ოჯახი  უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს. არ არსებობს სოფლამდე მისასვლელი  სამანქანე გზა;  ტერიტორია, რომელზეც დასახლებაა გაშენებული გეოლოგიური დასკვნის მიხედვით საცხოვრებლად უვარგისია;  ბოლო სამი წლის განმავლობაში მეწყერმა 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სახლები, რომელსაც აქ  შეხვდებით თითქმის ან მთლიანად დანგრეულია  არამყარ ქანებზე სტიქიის ზეწოლის შედეგად. აქაურებმა ქვითკირით ნაგები სახლების ნანგრევებიდან  სახელდახელოდ აშენებულ თუნუქისა და ხის ნაგებობებში გადაინაცვლეს. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას და მათთვის სხვა საცხოვრებლით დაკმაყოფილებას უკვე წლებია უშედეგოდ ითხოვენ. _DSC4992სოფელში  დაზიანებულია ელექტროენერგიის ხაზები, წყლის მილები, არ დადის ფოსტა. საკვები პროდუქტების მიტანა  მხოლოდ ვირის დახმარებითაა შესაძლებელი. შესაბამისად, ადგილობრივები იძულებულები არიან უამინდო ზამთრის გადასატანად ადრეულ შემოდგომაზე მოიმარაგონ გაზაფხულამდე საკმარისი საკვები, რაც უკიდურესად მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში მყოფთათვის ორმაგად რთულია.

_DSC4935აქაურების ერთადერთი საარსებო წყარო პენსია ან მეურნეობაა, რომელიც  სიმწირის გამო მხოლოდ ოჯახის წევრების საკვებად თუ გამოდგება. ბაზარზე გატანა  და ამით დამატებითუ შემოსავლის მიღება ფაქტობრივად წარმოუდგენელია. სოციალური დახმარება, რომელსაც რამდენიმე მაცხოვრებელი იღებდა გაურკვეველი მიზეზების გამო შეჩერებულია. _DSC4997

სოფლელში მცხოვრები ორი ბავშვი,

14 წლის არმაზ და 16 წლის გიორგი არდოტელები რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ანანურის სკოლაში სწავლობენ.

გზისა და კომუნიკაციის დეფიციტი ადგილობრივებისთვის არაერთხელ გამხდარა ფატალური ტრაგედიის მიზანი.

_DSC4965

2008 წლის მაისში 20 წლის ლევან გოგოჭური გარდაიცვალა გაციების გამო. ავადმყოფის გადასარჩენად სასწრაფო სოფელში ვერ ავიდა.

2011 წლის სექტემბერში თამუნა ფროდიაშვილი სამშობიარო ტკივილების დაწყებისთანავე თანასოფლელებმა მეზობელ სოფელში ხელით წაიყვანეს, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანა ელოდა. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს.

2012 წლის მაისში წყალდიდობამ 24 წლის გარსევან გოგოჭურის სიცოცხლე იმსხვერპლა.

2012 წლის ზამთარში 72 წლის მზია მურღუევი გარდაიცვალა ფილტვების დაავადებით, რომელიც კეთილმოუწყობელ და ცივ მიწურში წლობით ცხოვრების შემდეგ გაუჩნდა. მისი მეუღლე გიორგი ზვიადაური ამბობს, რომ მიწური თავისი ხელით ააშენა მას შემდეგ, რაც მეწყრმა ქვით ნაგები ორსართულიანი სახლი დაუნგრია. გიორგი დღემდე თავის აგებულ ქოხში ცხოვრობს, რომლის გათბობაც ფაქტობრივად შეუძლებელია.


_DSC4903 _DSC4932 _DSC4969 _DSC4986 _DSC5009 _DSC5000 _DSC4988


სტილის პერიოდულობის კანონი

$
0
0

თბილისის ქუჩებში განსხვავებული სტილის მქონე ადამიანების ძებნისას არცთუ იშვიათად ერთი და იგივე ადამიანები იქცევენ შენს ყურადღებას. პატარა ქალაქში, სადაც ადვილია თვალშისაცემი ადამიანების დამახსოვრება და მათთან მეორედ შეხვედრაც  არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათი ნახვა, ვინც თავიანთ სტილზე ზრუნავენ, წლის ნებისმიერ მონაკვეთში სასიამოვნოა. ერთხელ აღმოჩენილი ინდივიდი იშვიათად თუ ღალატობს საკუთარ სტილს.  101 02 03 04 05


ჩვენი ღმერთი ქალია –შიშველი აქტივიზმი საშობაო მესაზე

$
0
0

გერმანიაში, ქალაქ კიოლნში, საშობაო წირვის დროს რადიკალური ფემინისტური მოძრაობა “Femen”-ის ერთ-ერთი წევრი, 20 წლის ჟოზეფინა, რომელიც ღვთისმსახურებისას ტაძარში მორწმუნეებთან ერთად პირველ რიგში იჯდა ტყავის პალტოთი და თავსაფრით, მოულოდნელად გაშიშვლდა და  საკურთხეველზე ავიდა შეძახილით, “ჩვენი ღმერთი ქალია”. აქტივისტს, მკერდზე წარწერა ქონდა – “ღმერთი ვარ”. გოგონა სასულიერო პირებმა ტაძრიდან გაიყვანეს და სამართალდამცავებს გადასცეს.

კარდინალმა მასნერმა მესის დასრულების შემდეგ ქადაგებაში ჟოზეფინას “საწყალი ავადმყოფი ქალი უწოდა”. ჟოზეფინას ბრალს სავარაუდოდ ღვთისმსახურებისთვის ხელის შეშლის ბრალით წაუყენებენ.

“ფემენის” წევრების განმარტებით მონოაქცია კათოლიკურ ეკლესიაში კაცების მონოპოლიის წინააღმდეგ იყო მიმართული. სოციალურ ქსელებში მას არაერთგვარი გამოხმაურება მოყვა. Youtube-ზე ატვირთული ვიდეოს კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლები აქციას ეიფორიულს და პათეტიკურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მსგავსი აქციები უფრო გამართლებული იქნება იქ, სადაც ადამიანის უფლებები ნაკლებად არის დაცული და ქალები გაცილებით მძიმე მდგომარეობაში არიან, ვიდრე გერმანიაში. სხვების შეფასებებით კი აქცია სრულიად გამართლებულია და დროა მსოფლიომ მოუსმინოს ქალებს.

1521401_272843686202622_958540521_n

 

აღსანიშნავია ისიც, რომ რადიკალური ფემინისტური ორგანიზაციის წევრებმა მსგავსი აქციები გამართეს რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგაც, სლოგანით “მოკალი კირილი” და სტოკჰოლმში – სლოგანით “რელიგია მონობაა”


2013 წლის საპროტესტო გზავნილები

$
0
0

საპროტესტო აქცია, როგორც სამოქალაქო აქტივიზმის ერთ-ერთი ფორმა, ადვილად იქცევს საზოგადოების ყურადღებას. აქციების გზავნილები როგორც წესი ნათელ სურათს ხატავენ საზოგადოებაში არსებული პრობლემების შესახებ. გთავაზობთ გასული ერთი წლის განმავლობაში თბილისში გამართული აქციებიდან ყველაზე დასამახსოვრებელ ტრანსფარანტებს და კადრებს.

  • აქცია მშრომელთა უფლებების დასაცავად. 1 მაისი. თსუ. აქცია, რომელიც “ლაბორატორია 1918″-ის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტიდან დაიწყო და ქალაქის ცენტრალურ უბნებში გადაინაცვლა, სტუდენტებთან ერთად ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფიც შეუერთდა. photo
  • შეწყვიტეთ თვალთვალი . 4 მაისი. პარლამენტის ყოფილი შენობა.  აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ ფარული ჩანაწერების არსებობის და გავრცელების ფაქტებს, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების დამრღვევ ქმედებას.
  • 428720_516550815075584_1613161926_n  17 მაისის აქცია – ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაგეგმილი აქცია სასულიერო პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა ძალის გამოყენებით დაწყებამდე დაშალეს.  get_img
  • არა თეოკრატიას. 25 მაისი. დედაენის პარკი. რამ­დე­ნი­მე ასე­ულ­მა ადა­მი­ან­მა 17 მა­ი­სის ძა­ლა­დო­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა და ვი­დე­ო­კად­რებ­ში ასა­ხუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის დას­ჯა მო­ითხო­ვა.

    ფოტო - რუსუდან ცისკარელი

    ფოტო – რუსუდან ცისკარელი

  • დაიცავი შენი ხელმოწერა – 18 ივნისი. ეკა ბესელიას განცხადებით (პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი) 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში შესული პეტიცია, რომელსაც 12 000 ხელმომწერი ჰყავს ყალბია. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ბესელიას დამოკიდებულებას მოქალაქეებისადმი. 931156_382271905216682_320737398_n
  • სოლიდარობა სოფელ ჭელაში მცხოვრებ მუსლიმებს – 27 აგვისტო. კანცელარია. სოფელ ჭელიდან მეჩეთი 26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა მოჭრა იმ არგუმენტით, რომ ის განუბაჟებელი იყო. მინარეთის მოჭრამ სოფლის მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის უთანხმოება გამოიწვია. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს.
    ფოტო - გურამ მურადოვი

    ფოტო – გურამ მურადოვი

    ფოტო - გურამ მურადოვი

    ფოტო – გურამ მურადოვი

  • აქცია – შეიფარე დღეს. 18 ოქტომბერი.   უსახლკარო ადამიანების მხარდასაჭერად გამართული აქცია საკრებულოსთან.

usaxlkaroebis aqcia _feministebi

  • ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს. 31 ივლისი. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.  აქციის მიზეზად იქცა ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ექსპერტიზის ბიურო გასცემს „ქალიშვილობის დამადასტურებელ დოკუმენტს“. როგორც ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, „ქალიშვილობის ინსტიტუტი“ კულტურის მავნე ტრადიციაა და „ქალწულობა“ არ შეიძლება რჩებოდეს 21-ე საუკუნეში ქალის ღირსებისა თუ პატიოსნების განმსაზღვრელად, რადგან ის თავს ესხმის ქალის ფუნდამენტურ უფლებას – იყოს თავისუფალი საკუთარ არჩევანში.qalishvilobis aqcia- feministebi
  • აქცია კუს ტბის ასასვლელთან – 29 ივლისი. ”პარტიზანული მებაღეების” წარმომადგებლებისა და მოქალაქეების აქცია  კუს ტბის ასასვლელთან. ე.წ. ციყვების ტერიტორიაზე ხეების ამოთხრასა და იქ რესტორნის მშენებლობის გასაპროტესტებლად.
    1000209_557432820987383_939128486_n
  • ვაკის პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ აქცია. 1507893_10200314635348874_127067988_n1491738_479165198859718_541305990_n

Viewing all 1154 articles
Browse latest View live