Quantcast
Channel: What I See | Online Magazine
Viewing all 1154 articles
Browse latest View live

Landmark – Navigator

$
0
0

ქართული ინდი ბენდის, Landmark-ის ახალი, სტუდიური ჩანაწერი Navigator. 



წარმატებული ფესტივალი – Oasis

$
0
0

22-23 ივნისს მუსიკის მოყვარულების ცენტრალური ლოკაცია მცხეთის ყოფილი ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორია იყო, სადაც ორდღიანი ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი, რომელმაც თანამედროვე ქართული და უცხოური ბენდების გაერთიანება შეძლო,  ჩვენი რეალობისთვის განსაკუთრებული იყო თავისი ფორმატითაც, რომელიც კემპინგის საშუალებას, სხვადასხვა გასართობებს და რამდენიმე ალტერნატიულ სცენას გულისხმობდა.

6458_539014409495891_512509859_n 6513_539014066162592_1062431474_n 954703_539014239495908_1530415103_n 983610_539013999495932_553814937_n 992892_539014229495909_418584300_n 994299_539019099495422_1298661778_n 1001069_539014562829209_1339368264_n 1009868_539015846162414_274659226_n 1011712_539014449495887_1900960033_n 1012303_539019349495397_596514030_n 1013916_539013399495992_1856428999_n 1016610_539019569495375_353430234_n 1044586_539018452828820_1608092933_n 1044650_539013726162626_124635518_n 1045129_539019072828758_654476415_n 1045153_539016132829052_1238759080_n


Chinawoman – Kiss in Taksim Square

$
0
0

meet me in taksim tonight
a drink and a kiss
what in the world could be more civilized?

თურქეთში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლებს  Chinawoman-ი ახალი სიმღერით ეხმაურება.
როგორც ებრაულ-რუსული წარმოშობის მომღერალი Facebook-ის გვერდზე წერს, “Kiss in Taksim Square”  საკუთარ საძინებელში დაწერა ორ დღეში, მანიფესტანტებისადმი თანაგრძნობის ნიშნად.

შეგახსენებთ, რომ სტამბულში  გეიზ პარკის დასაცავად გამართული აქციები მალევე გადაიზარდა ანტისამთავრობო გამოსვლებში და მან მთელი თურქეთი მოიცვა. სტამბოლში და თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში სამკვირიანი შეტაკებების დროს ადგილი ქონდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას, გარდაიცვალა ოთხი  და  დაშავდა 7500 ადამიანი. პრემიერი ერდოღანი პოზიციების დათმობას არ აპირებს.


Google Reader-ის ალტერნატივები

$
0
0

1 ივლისიდან Google-ის ერთ-ერთმა პროდუქტმა, google reader-მა ფუნქციონირება შეწყვიტა. 

მათთვის, ვისაც საყვარელი გამოცემები rss feed-ით ქონდა გამოწერილი რიდერში, სადაც შესაძლებელი იყო კონტენტის თემატურად ორგანიზება, ქონდა  ასევე გაზიარების და შენახვის ეფექტური  ფუნქციები, აქტუალურია კითხვა google reader-ის ალტერნატივების შესახებ.

Reader-options-fi-update-640x325

  1. Feedly - ავტომატურად შეგიძლიათ  google reader-ში არსებული კონტენტის სინქრონიზაცია. ვიზუალი საკმაოდ დახვეწილი და მინიმალისტურია. ფუნქციებიც საკმაოდ დაახლოებულია google reader-ს, შესაძლებელია  წყაროების კატეგორიების მიხედვით დალაგება, ასევე სასურველი სტატიისა თუ პოსტის პირდაპირ რიდერიდანვე გაზიარება სოციალურ ქსელებში. Feedly-ის ჯერჯერობით არ აქვს შენს რიდერში არსებული კონტენტის მიხედვით რეკომენდაციების მოცემის ფუნქცია.
  2. Oldreader  - google reader-თან მაქსიმალურად მიახლოებული დიზიანის მქონე რიდერში ავტომატურად შეგიძლიათ google reader-ის სინქრონიზაცია, თუმცა შემდეგი მოხმარებისთვის აუცილებლად უნდა შექმნათ თქვენი პროფილი, რომლითაც ისარგებლებთ. რიდერს გარკვეული შეზღუდვები აქვს გაზიარებისასაც.
  3. Newsblur  - რიდერი, რომელიც გთავაზობთ არა მხოლოდ თქვენი რიდერის სინქრონიზაციას, არამედ გთავაზობთ არაერთ საინტერესო წყაროს ჯერ კიდევ დარეგისტრირებამდე. რეკომენდირებული საკითავები დაყოფილია თემატურად და თვისობრივად.
  4. Flipboard - მობილური აპლიკაცია ანდროიდ და IOS სისტემის მქონე ტელეფონებისთვის, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოიწვიოთ მეგობრები, გაუზაიაროთ სასურველი სტატიები, ნახოთ, რას კითხულობს თქვენთვის საინტერესო მომხმარებელი.
  5. Digg Reader  - რიდერი თავის მხრივ ფუნციონალურად გამართულია, შეზღუდული აქვს გაზიარების არხები. თუ თქვენ არჩევანს ამ რიდერზე გააკეთებთ, მაშინ საინტერესო სტატიების მხოლოდ Twitter-ისა და Facebook-ის მომხმარებლებისთვის შეგეძლებათ.
  6. Bloglovin- თუ რიდერს ბლოგების საკითხავად იყენებთ, მაშინ ეს პროდუქტი ყველაზე კარგი ალტერნატივაა google reader-ის, ვინაიდან ის ბლოგების ერთგვარ ბაზას წარმოადგენს, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი საყვარელი ბლოგები და ასევე რეკომენდირებული წყაროები ინტერესთა სფეროს მიხედვით.

აღსანიშნავია ისიც, რომ google reader-ი არ არის ერთადერთი პროდუქტი, რომელზეც Google-მა უარი თქვა. მან ასევე სხვადასხვა დროს გააუქმა igoogle, google talk, google health, picnic, google buzz, google notebook და სხვ.


მისტერიკა ფესტივალი ადგილმდებარეობას იცვლის

$
0
0

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი – “მისტერიკა ფესტივალი”, რომელიც ასურეთში უნდა გამართულიყო, ადგილმდებარეობას იცვლის და თბილისის ზღვასთან მდებარე ნაციონალურ პარკში ჩატარდება. არ შეიცვლება პროგრამა და ჩატარების დრო. ის 18 ივნისს დაიწყება და 4 დღეს გაგრძელდება. ფესტივალში მონაწილეობას ქართველ მუსიკოსებთან ერთად უკრაინელი, რუსი, პოლონელი, ბრიტანელი, ჩეხი, ლიტველი, ფინელი, ბერძენი, შვედი შემსრულებლებიც მონაწილეობენ. სწორედ უცხოელი შემსრულებლებისა და სტუმრების უსაფრთხოების სავალდებულო ნორმების დაცვით ხსნიან ორგანიზატორები ფესტივალის ჩასატარებელი ადგილის შეცვლას. სოციალურ ქსელებში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივენთმა თბილისის ზღვაზე სასულიერო პირებისა და ადგილობრივების მუქარის გამო გადმოინაცვლა. გავრცელებულ ინფორმაციას ორგანიზაცია Chrono-ს წევრები არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. ისინი მხოლოდ ფესტივალის სტუმრების უსაფრთხოებასა და საფესტივალო ფართის გამქირავებელზე საუბრობენ, რომელმაც საიჯარო ფასის გაზრდა მოითხოვა.

941660_182190528607366_1099437280_n

მისტერიკა ფესტივალი საქართთველოში პირველად ტარდება და მისადმი მელომანებს საკმაოდ დიდი მოლოდინი ქონდათ, თუმცა ადგილის შეცვლა და დედაქალაქში მისი გადმოტანა სავარაუდოდ ფესტივალის კონცეფციაზეც იმოქმედებს გავლენას. გარდა ამისა, თუ რაიმე კულტურული ღონისძიების ჩატარებას საფრთხე ემუქრება, ორგანიზატორები ვალდებულები არიან, ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართონ და მათ მოთხოვონ უსაფრთოხების ზომების დაცვა, ამის პარალელურად კი დაინტერესებულ პირებს და მასმედიას ინფორმაცია მიაწოდონ.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება და მათი ფასი 40-დან 60 ლარამდეა. თბილისია ზღვამდე მიმავალი ტრანსპორტი კი ფესტივალის დღეებში მეტრო სარაჯიშვილიდან გავა და მათი ფასი 1,50 ლარი იქნება.


Katie Melua – I Will Be There

$
0
0

ინგლისში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ქეთი მელუა სექტემბერში ახალ, რიგით მეექვსე ალბომს უშვებს, რომელსაც “ქეთევანი” ერქმევა. მანამდე უკვე უკვე შეგვიძლია მოვისმინოთ ოფიციალური ვერსია ალბომში შესული ერთ-ერთი სიმღერისა I will be there:


ზემფირას კონცერტი ბათუმსა და თბილისში ჩაიშალა

$
0
0

ორი თვით ადრე დანონსებული კონცერტები, რომელიც რუს მეგა ვარსკვლავს ივლისის ბოლოს თბილისსა და ბათუმში უნდა გაემართა, ჩაიშალა.

“вчера в 16 часов мне сообщили ,что концерты в Грузии невозможны в связи с отсутствием необходимого звукового и светового оборудования. новость меня обескуражила и расстроила. Грузия,сожалею! более подробную информацию вам предоставит компания С.А.Т. у меня же начался отпуск”- დაწერა მომღერალმა თავის საიტზე, კომპანია, კი, რომელიც კონცერტის ორგანიზატორი იყო, Facebook-ის გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაგეგმილი ივენთების ორგანიზატორი  და Live Concerts-ის დამფუძნებელი და დირექტორი, ლიტველი კირილ ხიმიჩევი, რომელიც ამავდროულად მცხეთაში ჩატარებული ოაზისის ფესტივალის ორგანიზატორიც იყო, დაგროვილი ვალებისა და ფინანსური პრობლემების გამო გაიქცა.

1045165_10151783256161264_65357722_n

გთავაზობთ ტექსტს უცვლელად: “ჩვენთვის ყველასთვის სამწუხაროდ მოხდა ასეთი ფაქტი,რომ კონცერტის ორგანიზატორი Live Concerts დამფუძნებელი და დირექტორი (კირილ ხიმიჩევი) გაიქცა! ის ასევე იყო oasis festivat mtskheta-ს ორგანიზატორი,რომელსაც დაუგროვდა ძალიან ბევრი ვალები რის გამოც მიატოვა ზემფირას კონცერტის ორგანიზება და გაიქცა სავარაუდოდ თავის სამშობლოში, ლატვიაში! შეგიძლიათ ეძებოთ! ვინდაიდან და რადგანაც ზემფირას პროდუსერები დაუკავშირდნენ ქართულ მხარეს,რომლებმაც შარშან ჩაატარეს ზემფირას კონცერტი ტრიუმფში.ქართული მხარე დღემდე ცდილობდა ამ კონცერტების გადარჩენას და ახლაც ცდილობს,მიდიოდა მოლაპარაკებები კონცერტის თარიღის შეცვლაზე რადგანაც 22 ივლისამდე ვერ ხერხდებოდა აპარატურის თბილისში ჩამოტანა! რადგანაც ქართველ ორგანიზატორებს კარგი დამოკიდებულება აქვთ მომღერლის კოლექტივთან ისინი ცდილობდნენ ერთობლივად როგორმე ამ კონცერტების შენარჩუნებას! “

ჯერჯერობით უცნობია, დააბრუნებენ თუ არა გაყიდული ბილეთების საფასუს უკან ან გაიმართება თუ არა ზემფირას კონცერტი უახლოეს მომავალში.


პარტიზანული მებაღეობა

$
0
0

თბილისში პარტიზანი მებაღეები გამოჩნდნენ, რომლებიც მცენარეების ნერგებით სხვადასხვა ადგილას სპონტანურად ჩნდებიან და ქალაქის ქუჩების გალამაზებას ნარგავებით ცდილობენ. 

იდეის ავტორი განათლებით მხატვარ-რესტავრატორი ნატა ფერაძეა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გამწვანების საკითხებით დაინტერესდა, მუშაობდა ერთ-ერთ გამმწვანებელ ფირმაში საკმაოდ სტრატეგიულ თანამდებობაზე, იქიდან წამოსვლის შემდეგ კი ზაჰესში საკუთარი კერძო მეურნეობა გააკეთა, რომელიც ღიაა დაინტერესებული პირებისთვის. ნატას მეურნეობაში შაბათ-კვირას “ზაჰესის მწვანე სკოლის” მოსწავლეები სტუმრობენ, ნარგავების შესასწავლად, ეკოლოგიის არსის გასაგებად, მწვანე გარემოს შესაყვარებლად.

“დიდი ხანია მაწუხებს ქალაქში უსისტემო ხეების ჭრები და კიდე უფრო უსისტემო რგვა. ვიყავი ამ სისტემაში და დანამდვილებით ვიცი, როგორც ხდება ეს. შემოაქვთ უუუძვირესი ნერგები ევროპის სანერგეებიდან და ყოველგვარი ლანდშაფტური დიზაინერის, დენდროლოგიის გათვალისწინების ან ელემენტალური აგრო-ნორმების გარეშე ირგვება. ამასობაში ადგილობრივი სანერგეები გაკოტრდა. ტენდერში მონაწილეობასაც აღარ იღებენ – აზრი არა აქვს, მაინც ყველამ კარგად იცის, ვინც მოიგებს. იგივე რაოდენობის ხე-მცენარეები რომ ადგილობრივი მწარმოებლისგან შეიძინონ, ბიუჯეტიც საგრძნობლად ამოისუნთქებს და აქაური ნერგების წარმოებაც განვითარდება. ჩემი პირადი Facebook-ის გვერდზე ვიპოვე თანამოაზრეები, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარში მდგომი არის ერეკლე ურუშაძე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”-დან. ესე, სპონტანურად დავაანონსე ეს აქცია და ჩემს მოწაფეებთან ერთად გამოყვანილი ნერგები დავრგეთ. ეს ერთადერთი მშვიდობიანი პროტესტის გზაა, რაც მოვიფიქრე. მხოლოდ აქციებზე სიარულს შედეგი არ გამოაქვს. “

73328_412679832174922_1907212175_n

თუმცა ნატა მაინც ინტერესდება იმ საკითხებით, რის მოსაგვარებლადაც მოქალაქეების ერთი ნაწილი აქციებს მართავს. ერთ-ერთი ასეთია, ასათიანი ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჯანსაღი ხეების უნებართვო ჩეხვა, რასაც რამდენიმედღიანი აქციები მოყვა: “ასათიანზე არ შეგვიშვეს არცერთი დამოუკიდებელი ექსპერტი, რომ მოჭრილი ხეები აღგვენუსხა. მოვახერხე ღობიდან გადაძრომა და პატარა ფორორეპორტაჟის გაკეთება, რითიც უკვე შემიძლია ვამტკიცო, რომ ის ხეები მოსაჭრელი არ იყო. მეტი, ფაქტიურად ფოტოდოკუმენტაცია არ გვაქვს დაინტერესებულ მხარეს.”

გარდა სამოქალაქო აქტივიზმისა, პარტიზანი მებაღე ცდილობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ინფორმაციის გავრცელებას იმის შესახებ, როგორ გამოვიყვანოთ ნერგები, გავახაროთ მცენარეები თუნდაც სახლის პირობებში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე, რასაც ნატა აკეთებს, მცენარეებთან დაკავშირებული მითების მსხვრევაა. მაგალითად, ბოლო პერიოდში თბილისში გაჩეხილი უამრავი ჭადრის პარალელურად, შეიქმნა მითი მისი განსაკუთრებით ალერგიულობის შესახებ, რომელიც მეცნიერულად არის დადასტურებული რომ არ მიეკუთვნება განსაკუთრებით ალერგიულ მცენარეთა რიცხვს.

1013937_3347905634550_921662600_n

პარტიზანი მებაღეების ანგარიშზე ჯერ მხოლოდ ორი აქციაა, აბაშიძეზე და სანაპიროზე. ამათგან პირველის მონაწილეთა რიცხვს მეორეს მონაწილეთა რიცხვი იმდენად აღემატება, რომ თავისუფლად შეიძლება ახლადშექმნილ მოძრაობაზე პოზიტიური იმედების დამყარება. ნატა ამბობს, რომ მის მიერ გამოყვანილი კონტეინერული ნერგები მხოლოდ ერთ აქციას ეყოფა კიდევ და შემოდგომამდე გაჩერება მოუწევს. სპონსორების გამოჩენის შემთხვევაში შესაძლოა პაუზა არც გახდეს საჭირო. ნებისმიერ შემთხვევაში, მანამ სანამ ხეების გარეშე დარჩენილ ქალაქი სიცხისგან იწვება, ნატას საქმიანობა კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება თუნდაც მცირეოდენი წვლილი შეიტანო გარემოს გაუმჯობესებაში.



შოკოლადის ჩიზქეიქი

$
0
0

Foodography გთავაზობთ შოკოლადის ჩიზქეიქის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად ღუმლის ჩართვაც კი არ მოგიწევთ. 

შოკოლადის ჩიზქეიქი

მასალა:
300 გრ ხრაშუნა ორცხობილა (საიუბილეო მაგალითად)
100 გრ კარაქი
400 მლ ნაღები 30-33%
200 გრ ნაღების ყველი (cream cheese)
ჟელატინის 6 ფირფიტა
100 გრ შავი შოკოლადი
100 მლ რძე
1/3 ჭიქა შაქრის პუდრი
მოცხარი მოსართავად.
944210_620262147991820_217654759_n
მომზადება:
ორცხობილა დაატრიალეთ ჩოპერში, ან წვრილად დაფქვით, უნდა მიიღოთ ფქვილისებური მასა. შეურიეთ დამდნარი კარაქი, ტორტის გასახსნელ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი (მხოლოდ ძირზე), გადაიტანეთ კარაქიანი ორცხობილა და კარგად დატკეპნეთ, კოვზის ზურგით, შეინახეთ მაცივარში. 
შოკოლადი დაადნეთ ორთქლზე.
ნაღები ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე, შეურიეთ შაქრის პუდრი და ყველი, მორევა გააგრძელეთ ხელის სათქვეფით ან სპატულათი. ამ მასას დაუმატეთ დამდნარი შოკოლადი.
ცივ წყალში დაალბეთ ჟელატინის ფირფიტები, 10 წუთით. ხელით გაწურეთ და გადაიტანეთ ქვაბში სადაც უკვე ასხია რძე, შემოდგით ცეცხლზე და ურიეთ შეუჩერებლივ, არ აადუღოთ! როდესაც ჟელატინი გაიხსნება, რძე საწურის გავლით ჩაასხით შოკოლადიან მასაში, მოურიეთ და გადაიტანეთ ფორმაში. 
გააცივეთ მინიმუმ 6 საათი. ფორმის კედელსა და ყველიან მასას შორის წრიულად დაუსვით ბრტყელი დანა, ასე მარტივად ამოიღებთ ფორმიდან.
მორთეთ მოცხარით ან ნებისმიერი კენკრით.

Foodography


Tbilisi, On the Street

$
0
0

თბილისი უცნაური ქალაქია: თითქმის ყველა ყველას ნაცნობია, თითქმის ყველას ერთნაირად აცვია, თითქმის ყველა ერთსა და იმავე ივენთებზე დადის და ერთნაირად იქცევა. განსაკუთრებული სტილის მქონე ადამიანები იშვიათია, მაგრამ არსებული. 

Port Ave  სწორედ განსაკუთრებული სტილის ადამიანებს აფიქსირებს.

თბილისი, ი. აბაშიძის ქ.

თბილისი, ი. აბაშიძის ქ.

თბილისი, ი. აბაშიძის ქ.

თბილისი, ი. აბაშიძის ქ.

თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.

თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.

თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.

თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.

ფოტო: – გურამ კაპანაძე 


ქუჩის არტი იპოდრომზე

$
0
0

თბილისში, იპოდრომზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები საკმაოდ საინტერესო, სახასიათო და თანამედროვე ქართული (და არამხოლოდ) რეალობის ამსახველი გრაფიტებითა და სტენსილებითაა მოხატული.

მარიხუანას ლეგალიზაცია, ქართული ცეკვა, სტამბულის საპროტესტო აქციები, იაკობ გოგებაშვილი, FACEBOOK-ის like-ომანია და ა.შ. მიწისქვეშა სამყაროში.

IMG_5998 IMG_5999 IMG_5996 IMG_5995 IMG_5994 IMG_5993 IMG_5992 IMG_5991 IMG_5990 IMG_5989 IMG_5988 IMG_5987 IMG_5986 IMG_5985 IMG_5984


SOVLAB-ის განცხადება

$
0
0

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია განცხადებას აკეთებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ სტალინის დადებით კონტექსტში მოხსენიების გამო.  მან გაიმეორა საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის მიერ შექმნილი კლიშე – საბჭოთა ბელადის “განსაკუთრებულობის” შესახებ: „სტალინი გამოჩენილი პიროვნებაა, ასეთები იშვიათად იბადებიან. მას გაცნობიერებული ჰქონდა რუსეთის მსოფლიო მნიშვნელობა… ის მორწმუნე იყო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მე ასე ვფიქრობ“. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, როგორც ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის შესწავლასა და საბჭოთა მემკვიდრეობის პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის გააზრებაზე მუშაობს, ასეთი განცხადება მიუღებლად მიაჩნია რამდენიმე მიზეზის გამო:

  1. პატრიარქის განცხადება არის ისტორიული ფაქტების ფალსიფიკაცია: საკმარისია გადავხედოთ კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა რაოდენობას. მათ შორის იყო მასობრივი რეპრესიების შედეგად განადგურებული ქართული სამღვდელოებაც.
  2. იოსებ სტალინის ნებისმიერი ფორმით რეაბილიტაციის მცდელობა არის მილიონობით რეპრესირებული ადამიანისა და მათი შთამომავლების შეურაცხყოფა.
  3. საქართველოში დემოკრატიული და ადამიანზე ორიენტირებული ჰუმანური საზოგადოების ჩამოყალიბება შეუძლებელია საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის სრულფასოვანი გააზრებისა და მისგან გათავისუფლების გარეშე. ასეთი განცხადებები კი, სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ აფერხებს ამ პროცესს.

თუ გავითვალისწინებთ საქართველოს კათალიკოს პატრიარქის დიდ ავტორიტეტს, საბჭოთა დიქტატორის განმადიდებელი მითების დამკვიდრება განსაკუთრებით არასასურველია ბოლო დროს სტალინის ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფონზე.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის საქართველოში საბჭოთა პერიოდის ისტორიის ფუნდამენტური შესწავლისა და ანალიზის მნიშვნელობას.

მოვუწოდებთ მეცნიერებს, პოლიტიკურ წრეებს, მედიას და მთლიანად ქართულ საზოგადოებას, გამოიკვლიონ და გაიაზრონ საბჭოთა პერიოდის სისტემური დანაშაული და ამით პატივი სცენ სტალინური სისტემის მსხვერპლთა ხსოვნას.

თბილისი, 01/08/2013


სტილი – აი ყველაფერზე პასუხი

$
0
0

სტილი – აი ყველაფერზე პასუხი.

ახლებური მიდგომა მოსაწყენი თუ სახიფათო რამეებისადმი.

უმჯობესია სტილურად ქმნა მოსაწყენის, ვიდრე ქმნა სახიფათოსი უსტილოდ.

სახიფათოს სტილურად ქმნა არის ის, რასაც მე ხელოვნებას ვეძახი.

ჩარლს ბუკოვსკი (თარგმნა – ნიკა ჯორჯანელმა)

 ფოტო - გურამ კაპანაძ

 თბილისი, ი. აბაშიძის ქ.

თბილისი, ი. აბაშიძის ქ.

 თბილისი, ი. აბაშიძის ქ.

თბილისი, ი. აბაშიძის ქ.

თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.

თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.

თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.

თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.


გრძელი ნათელი დღეები

$
0
0

ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმი, რომელიც 90-იანი წლების საქართველოს ამბებს ორი მეგობარი გოგონას მეშვეობით ყვება და რომლის პრემიერაც ბერლინალეზე შედგა და მცირე ხნის განმავლობაში არაერთი საერთაშორისო პრიზი მიიღო, ქართველ მაყურებელს 19 სექტემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში შეუძლია ნახოს. 

“გრძელი ნათელი დღეები”  - ქართულ-გერმანულ-ფრანგული ნამუშევარია, მსახიობთა უმეტესობა ქართველია, გადამღები ჯგუფი კი არაქართველებისგანაა დაკომპლექტებული. ფილმის  კოპროდიუსერები არიან გერმანიისა და საფრანგეთის ტელეარხები ZDF და ARTE, ხოლო სუბსიდია მიღებული აქვს გერმანიის და საფრანგეთის კულტურის სამინისტროების სახელმწიფო ფონდებისგან და საქართველოს ეროვნული ცენტრისგან.

 


ნუშის ტრიუფელი

$
0
0

მარტივად მოსამზადებელი ნუშის ტრიუფელი Foodography-სგან:მასალა:

  • 12 ც. სავოიარდის ორცხობილა (ბუდუარი ფრანგულად)
  • 125 გრ ნუში
  • 125 გრ შაქარი
  • 2 ს. კ რძე
  • 1 ს. კ რომი
  • შაქარი ამოსავლებად.

მომზადება:

ორცხობილები დაატრიალეთ ჩოპერში ისე, რომ მიიღოთ ფქვილი. ნუშიც დაატრიალეთ ჩოპერში ან იყიდეთ დაფქული. შაქარი, ნუში და ორცხობილას ფქვილი აურიეთ დიდ ჯამში. დაასხით რძე და რომი. დაიწყეთ მორევა კოვზით. დაახლოებით 10 წუთი ზილეთ კოვზით. მასა დაპატარავდება, გახდება წებოვანი. თეფშზე დაყარეთ 3 ს. კ შაქარი. აიღეთ მასა, დაამრგვალეთ და ამოავლეთ შაქარში. შეინახეთ მაცივარში 2 საათით.

906727_585426371475398_1136889753_o



მე წითელი მქვია

$
0
0

ამბობენ, რომ წითელი ფერის დანახვისას ადამიანს გული უჩქარდება. წითელი არის ინტენსიური, ვნების აღმძვრელი ფერი. პირველი ფერი, რომელსაცადამიანი აღიქვამს, როდესაც მას დროებითი თავბრუსხვევა ან სიბრმავე გასდის – წითელია.წითელი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და მიმზიდველი ფერი, ადვილად იქცევს გარშემომყოფების ყურადღებას იმის მიუხედავად, რა დოზით არის თქვენს სამოსში გამოყენებული. საინტერესო სეტის ასაგებად შეგიძლიათ წითელის სხვადასხვა ტონების გამოყენებაც. ასე კიდევ უფრო კარგად შეცვლით სტერეორიპს იმის შესახებ, რომ თბილისში მხოლოდ შავებში ჩაცმული ადამიანები დადიან.

ფოტო – გურამ კაპანაძე 

თბილისი, აბაშიძის ქ,

თბილისი, აბაშიძის ქ,

თბილისი, აბაშიძის ქ.

თბილისი, აბაშიძის ქ.

თბილისი, პეკინის ქ.

თბილისი, პეკინის ქ.

 

 

 

 


პროსტიტუცია, ცუდი ინტერნეტი და კარლსონი ბახტრიონზე

$
0
0

ქუჩის არტი არტის ის ცოცხალი სახეობაა, რომელიც სპონტანურად და კარგად ასახავს გარემოში მიმდინარე მოვლენებს. ქუჩის არტისტები, როგორც წესი სწორი და მახვილი აქცენტებით და რეალისტური სარკაზმით გამოირჩევიან. 

ბახტრიონის ქუჩის სტენსილები სახელმწიფოს მიერ უკანონო მოსმენებსა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების შექმნას, პროსტიტუციას და თბილისში არსებულ ცუდ ინტერნეტს ეხმიანება:

ვაი-Fi  ბახტრიონის ქ.

ვაი-Fi
ბახტრიონის ქ.

Stop control!

Stop control!

Real men

Real man;
ტაილანდური მასაჟის ცენტრთან ( რომელიც არაოფიციალურ ბორდელს წარმოადგენდა).

 

სახურავის ბინადარი კარლსონი

სახურავის ბინადარი კარლსონი

 


Batumi Summer Set Faithless-ის გარეშე

$
0
0

“Batumi Summer Set”-ის ფარგლებში დაგეგმილი Faithless-ის კონცერტი, ისევე როგორც  VAKO-ს. KEY &VAKO T.-ს,  MAO & THE MINS-ის , GIO SHENGELIA &SIKHA-ს , RONE-ს და VINCENT & LASHA გამოსვლა, ძლიერი შტორმის  გამო გაუქმდა. 

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ძლიერი წვიმის გამო დაზიანებულია აპარატურა და სცენა, რის გამოც კონცერტი დაგეგმილ დროსა და ადგილას ვეღარ გაიმართება. თუმცა მათივე თქმით, Faithless თბილისში გამართავს კონცერტს მოგვიანებით.

1006250_400668906719472_908891098_n

შეგახსენებთ, რომ Batumi summer set წელს მეორედ ტარდება, თუმცა წინა წელთან შედარებით მან მასშტაბები ბევრად გაიფართოვა და მეტი მელომანის ყურადღებაც  მიიქცია.

 


Batumi, On the Street

$
0
0

საზღვაო ქალაქში, სადაც წელს მთავარი პერსონაჟი ცუდი და დასვენებისთვის შეუფერებელი ამინდია, დამსვენებლთა უმეტესობა, წვიმიან დღეებს  ჭრელპრინტიანი სამოსით იმხიარულებს. 

ფოტოები: – გურამ კაპანაძე

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

 


კინო ბათუმში

$
0
0

ბათუმი მერვე საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალისთვის ემზადება, რომელიც 15-დან 22 სექტემბრამდე გაიმართება.

ქართული და უცხოური კინოს ჩვენებები სამ სხვადასხვა ადგილას, კინოთეატრ “აპოლოში”, განახლებულ თოჯინების თეატრში (ძირითადად მოკლემეტრაჟიანი ფილმები) და ღია ცის ქვეშ, ბულვარის ცენტრალურ ტერიტორიაზე  მოეწყობა.  ღია ცის ქვეშ ჩვენებები ფესტივალის ფორმატში სიახლეა. ფესტივალის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ არამარტო ფესტივალის ფარგლებში, არამედ, ზოგადად ბათუმისთვისაც უცხოა გარე ჩვენებები. “ წელს პირველად ჩვენს პოლონელ პარტნიორებთან ერთად ვაპირებთ  ფესტივალის ფარგლებში გარე ჩვენებების ორგანიზებას  ბათუმის პლიაჟზე ან ბულვარში (ცენტრალურ ადგილას).  ჩვენი პოლონელი პარტნიორებია კომპანია „Outdoor Cinema Sp. z o.o“. ისინი უზრუნველყოფენ ღია კინოჩვენებებისთვის საჭირო აპარატურის კომპლექტის (ეკრანი, პროექტორი, საუნდ-სისტემა) ჩამოტანა-ინსტალაციას და ფილმების გაშვების ტექნიკურ ორგანიზაციას. “ 

ფესტივალი საინტერესო იქნება არა მხოლოდ კინომოყვარულებისთვის, არამედ კინოს სფეროში მომუშავე პირებისთვისაც, ვინაიდან 19-20 სექტემბერს ფესტივალი წარმოგვიდგება  ქართულ-თურქული კოპროდუქციის  პლატფორმად, რომლის მთავარი მიზანიც ურთიერთობებისა და კავშირის გაუმჯობესება თურქ პროდუსერებს და ქართველ რეჟისორებსა და პროდუსერებს შორის და ერთობლივი კინოპროექტების რეალიზაციის ხელშეწყობა. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, გაეცნონ ფილმების დაფინანსების, ერთობლივი წარმოების პროცესს თურქეთსა და საქართველოში. ასევე, განისაზღვრება  სამომავლო  თანამშრომლობის პერსპექტივები და მოხდება  გამოცდილების გაზიარება ევროპულ კო-პროდუქციის კუთხით.  დაგეგმილია  მონაწილეთა მოსაზრებების შეჯამებაც მომავალ შეხვედრებთან და დამატებით კომპონენტებთან დაკავშირებით.

კინოფესტივალის მენეჯმენტი გეგმავს, რომ საქართველო-თურქეთის კო-პროდუქციის პლატფორმის შეხვედრებს ქონდეს ყოველწლიური ხასიათი. ასევე, მოიზიდოს მხარდამჭერები / ფონდები რაც ხელი შეუწყოს  პლატფორმის განვითარებას (შეიძლება დაემატოს  “works in progress”) რაც თავისთავად გაზრდის ეფექტურ თანამშრომლობასა და ერთობლივ წარმოებას ორ ქვეყანას შორის.

კინემატოგრაფებისთვის საინტერესო იქნება ვორკშოფი დოკუმენტალისტიკაში, რომლის დროსაც მათ რეალური საშუალება ექნებათ, გაიუმჯობესონ პროფესიული უნარ-ჩვევები და გადაიღონ 5-10 წუთიანი ფილმები.

ბათუმის მერვე საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი აქცენტი მუსიკაზე იქნება დასმული, რაც განპირობებულია ერთის მხრივ პროგრამაში შესული მუსიკალური ფილმებით, მეორეს მხრივ სპეციალური სტუმრის, ამერიკელი მუსიკალური პროდუსერის, ჯო ბოიდის ვიზიტით, რომელიც მასტერკლასს გამართავს. ჯო ბოიდის სახელს უკავშირდება 60-70-იანი წლების ამერიკული როკ-მუსიკის არაერთი ლეგენდის სახელი: მაგალითად, თავიანთი შემოქმედების გარიჟრაჟზე მასთან თანამშრომლობდა “Pink Floyd”-ი. ბათუმელი მაყურებლისთვის კი ჯიმი ჰენდრიქსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ჩამოაქვს.

გასული საუკუნის მუსიკაზე აქცენტს ფესტივალის ზვიად ელიზიანი მაყურებელთა დაინტერესებით და ამ პერიოდის მუსიკის მნიშვნელობით ხსნის: –  “ვფიქრობთ, რომ დოკუმენტური მუსიკალური ფილმები ცნობილ მუსიკოსებზე აუდიტორიისთვის ძალიან საინერესო იქნება. 2011 წ. მახსოვს გვქონდა  ამერიკელი რეჟისორის ტომ დიჩილიოს ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი „When you are strange” ცნობილი ჯგუფის  DOORS და მუსიკოსის JIM MORISSON-ის შესახებ, რაც ძალიან მოეწონა მაყურებლებს.

60-70 წლების მუსიკა პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესოა და ვიცი რომ საქართველოშიც საკმაოდ ბევრი მსმენელი ყავს.  ისეთი საინტერესო პიროვნების ვიზიტი კი, როგორიცაა ჯო ბოიდი, რომლიც „პინკ ფლოიდის“ პირველი სინგლების პროდიუსერი, ლეგენდარული კლუბის “UFO” -ის დამაარსებელია და იმ ეპოქის ძალინ ბევრ საინტერესო მუსიკოსთან თანამშრომლობდა,  ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ  მასთან შეხვედრა ბევრ ადამიანს დააინტერესებს.  ის მუსიკალური ფილმებიც რასაც ჯო ბოიდი აჩვენებს (Jimi Hendrix, Tonite Let’s Make Love in London), რომელიც ცნობილი მუსიკოსების და იმ პერიოდის ლონდონის მუსიკალურ ანდეგრაუნდს ეხება ასევე საინტერესო იქნება როგორც კინომოყვარულებისთვის ისე მელომანებისთვის.  ჯო ბოიდი 2012 წ. ლონდონის კინოფესტივალზე ყოფნისას გავიცანი  და  როცა ის დათანხმდა ჩამოსვლაზე, ცხადია გამოვიყენეთ ეგ შანსი.” 

(Jimi Hendrix, Tonite Let’s Make Love in London

ფესტივალის მენეჯერი  გარდა მუსიკალური ფილმებისა, იმ ფილმების სიასაც გვთავაზობს, რომელთა ნახვაც ზღვისპირა ქალაქში რეკომენდირებულია. მხატვრული და დოკუმენტური ფილმების სია საკონკურსო ჩვენებიდან ასე გამოიურება:

-          The Fourth Child, Vahid Mousaian, Iran, 2013, 93 min.

-          Before Snowfall, Hisham Zaman, Norway/Germany/Iraq, 2013; 101 min.

-          A Field in England, Ben Wheatly, UK, 2013; 90 min.

-          The Geographer Drank His Globe Away, Alexander Veledinsky, Russia, 2013; 100 min.

-          Parajanov, Olena Fetisova & Serge Avidekian, Armenia/France/Georgia/Ukraine, ; 2013; 95 min.

-          Act of Killing, Joshua Oppenheimer, Denmark, Norway, UK, 2012; 159 min.

-          Balkan Spirit, Hermann Vaske, Germany, 2012, 80 min.

-          Pussy Riot: A Punk Prayer, Russia/United Kingdom, 2013, 86 min.

არასაკონკუსსო ჩვენებებიდან კი შემდეგ სურათებზე შეგიძლიათ შეაჩეროთ ყურადღება.

-           Machine that makes everything disappear, Tinatin Gurchiani, Georgia, 2013; 97 min.

-           Araf, Yesim Ustaoglu, Turkey, 2012; 124 min.

-          Young & Beautiful, Fransua Ozon, France, 2013, 95 min

-          Best offer, Gueseppe Tornatore, Italy, 2013; 124 min.

-          Grandmaster, Wong Kar-wai, China/Hong Kong, 2013; 130 min.

-          Girl and the Death, Jos Stelling, Germany/Netherlands/Russia, 2012; 127 min

-          Walesa, Andrzej Wajda, Poland, 2013; 128 min.

-          Jimi Hendrix, Joe Boyd, USA, 1973; 98 min.

-          Tonight Let’s make Love in London, Peter Whitehead, UK, 1973; 70 min.

-          The Wall, Alan Parker, 1982, UK; 95 min.


Viewing all 1154 articles
Browse latest View live