მარტივად მოსამზადებელი ნუშის ტრიუფელი Foodography-სგან:მასალა:
- 12 ც. სავოიარდის ორცხობილა (ბუდუარი ფრანგულად)
- 125 გრ ნუში
- 125 გრ შაქარი
- 2 ს. კ რძე
- 1 ს. კ რომი
- შაქარი ამოსავლებად.
მომზადება:
ორცხობილები დაატრიალეთ ჩოპერში ისე, რომ მიიღოთ ფქვილი. ნუშიც დაატრიალეთ ჩოპერში ან იყიდეთ დაფქული. შაქარი, ნუში და ორცხობილას ფქვილი აურიეთ დიდ ჯამში. დაასხით რძე და რომი. დაიწყეთ მორევა კოვზით. დაახლოებით 10 წუთი ზილეთ კოვზით. მასა დაპატარავდება, გახდება წებოვანი. თეფშზე დაყარეთ 3 ს. კ შაქარი. აიღეთ მასა, დაამრგვალეთ და ამოავლეთ შაქარში. შეინახეთ მაცივარში 2 საათით.
