ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმი, რომელიც 90-იანი წლების საქართველოს ამბებს ორი მეგობარი გოგონას მეშვეობით ყვება და რომლის პრემიერაც ბერლინალეზე შედგა და მცირე ხნის განმავლობაში არაერთი საერთაშორისო პრიზი მიიღო, ქართველ მაყურებელს 19 სექტემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში შეუძლია ნახოს.
“გრძელი ნათელი დღეები” - ქართულ-გერმანულ-ფრანგული ნამუშევარია, მსახიობთა უმეტესობა ქართველია, გადამღები ჯგუფი კი არაქართველებისგანაა დაკომპლექტებული. ფილმის კოპროდიუსერები არიან გერმანიისა და საფრანგეთის ტელეარხები ZDF და ARTE, ხოლო სუბსიდია მიღებული აქვს გერმანიის და საფრანგეთის კულტურის სამინისტროების სახელმწიფო ფონდებისგან და საქართველოს ეროვნული ცენტრისგან.
