1 ივლისიდან Google-ის ერთ-ერთმა პროდუქტმა, google reader-მა ფუნქციონირება შეწყვიტა.
მათთვის, ვისაც საყვარელი გამოცემები rss feed-ით ქონდა გამოწერილი რიდერში, სადაც შესაძლებელი იყო კონტენტის თემატურად ორგანიზება, ქონდა ასევე გაზიარების და შენახვის ეფექტური ფუნქციები, აქტუალურია კითხვა google reader-ის ალტერნატივების შესახებ.
- Feedly - ავტომატურად შეგიძლიათ google reader-ში არსებული კონტენტის სინქრონიზაცია. ვიზუალი საკმაოდ დახვეწილი და მინიმალისტურია. ფუნქციებიც საკმაოდ დაახლოებულია google reader-ს, შესაძლებელია წყაროების კატეგორიების მიხედვით დალაგება, ასევე სასურველი სტატიისა თუ პოსტის პირდაპირ რიდერიდანვე გაზიარება სოციალურ ქსელებში. Feedly-ის ჯერჯერობით არ აქვს შენს რიდერში არსებული კონტენტის მიხედვით რეკომენდაციების მოცემის ფუნქცია.
- Oldreader - google reader-თან მაქსიმალურად მიახლოებული დიზიანის მქონე რიდერში ავტომატურად შეგიძლიათ google reader-ის სინქრონიზაცია, თუმცა შემდეგი მოხმარებისთვის აუცილებლად უნდა შექმნათ თქვენი პროფილი, რომლითაც ისარგებლებთ. რიდერს გარკვეული შეზღუდვები აქვს გაზიარებისასაც.
- Newsblur - რიდერი, რომელიც გთავაზობთ არა მხოლოდ თქვენი რიდერის სინქრონიზაციას, არამედ გთავაზობთ არაერთ საინტერესო წყაროს ჯერ კიდევ დარეგისტრირებამდე. რეკომენდირებული საკითავები დაყოფილია თემატურად და თვისობრივად.
- Flipboard - მობილური აპლიკაცია ანდროიდ და IOS სისტემის მქონე ტელეფონებისთვის, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოიწვიოთ მეგობრები, გაუზაიაროთ სასურველი სტატიები, ნახოთ, რას კითხულობს თქვენთვის საინტერესო მომხმარებელი.
- Digg Reader - რიდერი თავის მხრივ ფუნციონალურად გამართულია, შეზღუდული აქვს გაზიარების არხები. თუ თქვენ არჩევანს ამ რიდერზე გააკეთებთ, მაშინ საინტერესო სტატიების მხოლოდ Twitter-ისა და Facebook-ის მომხმარებლებისთვის შეგეძლებათ.
- Bloglovin- თუ რიდერს ბლოგების საკითხავად იყენებთ, მაშინ ეს პროდუქტი ყველაზე კარგი ალტერნატივაა google reader-ის, ვინაიდან ის ბლოგების ერთგვარ ბაზას წარმოადგენს, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი საყვარელი ბლოგები და ასევე რეკომენდირებული წყაროები ინტერესთა სფეროს მიხედვით.
აღსანიშნავია ისიც, რომ google reader-ი არ არის ერთადერთი პროდუქტი, რომელზეც Google-მა უარი თქვა. მან ასევე სხვადასხვა დროს გააუქმა igoogle, google talk, google health, picnic, google buzz, google notebook და სხვ.
